გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედი წინასაშობაო ვახშამს არ გამართავს, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
წყარომ ბუკინგემის სასახლიდან მედიას უთხრა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ გავრცელებაა.
ცოტა ხნის წინ, ინგლისის მთავარმა ექიმმა, კრის უიტიმ განაცხადა, რომ თუ ადამიანებს სურთ, შობასთან დაკავშირებული ღონისძიებები შედგეს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ბრიტანეთში შტამი „ომიკრონი“ ფართოდ გავრცელდა. ლონდონში ის უკვე დომინანტი შტამია და „დელტა“ ჩაანაცვლა.
კომენტარები