“ტვ პირველის” ეთერში, ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე და პოლიტიკოსი გიგა ბოკერია:
გიგა ბოკერია:
-ეს რეჟიმი გაცდენილია ზღვარს, ამერიკის ელჩთან ღია კონფლიქტი და პოლემიკა გახსოთ?
დიანა ტრაპაიძე:
-მე მახსოვს ამერიკის ელჩის კრიტიკა, მათ შორის, კაკო ბობოხიძის მხრიდან, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლების სათავეში.
გიგა ბოკერია:
-კითხვის გულისთვის ნებისმიერი რამე ხომ არ უნდა თქვათ?
დიანა ტრაპაიძე:
-არა, მახსოვს კაკო ბობოხიძე აკრიტიკებდა ამერიკის ელჩს, მართლა მახსოვს.
გიგა ბოკერია:
-აბა, გამახსენეთ, უკვე ბევრჯერ წაგიგიათ ჩემთან ნიძლავი… მე გკითხეთ, ასეთი ვითარება გახსოვთ?
დიანა ტრაპაიძე:
-არა, მაგრამ რაღაც ტიპის განცხადება იყო… ამ ტიპის კომპროტაციული არა…
გიგა ბოკერია:
-5 წუთი დავკარგეთ იმაში, რომ აღმოჩნდა, რომ მეთანხმებით რომ არ გახსოვთ. ოღონდ, იქამდე სცადეთ, რომ მე თუ გეტყოდით, რომ იყო, შეიძლებოდა მაყურებელი შეცდომაში შეგეყვანათ. ცუდია.
დიანა ტრაპაიძე:
-არა, სხვა რამეს ვამბობ, მახსოვს, რომ რაღაც ტიპის განცხადებები რომ იყო…
გიგა ბოკერია:
-ასეთი თუ გახსოვთ? არც შევარდნაძის დროს, არც გამსახურდიას დროს, არც სააკაშვილის დროს და მეტიც, ივანიშვილის რეჟიმის პერიოდშიც კი აქამდე ღია კომპროტაცია ევროკავშირის ან ამერიკის ელჩთან არ ყოფილა. ეს არანორმალური ვითარეებაა ნებისმიერი ქვეყნისთვის.
დიანა ტრაპაიძე:
-ბოდიში, მაგრამ კაკო ბობოხიძის განცხადებას დაგაწევთ, ვინ არის ჯონ ბასი, რომ მისი გაღიზიანება ჩვენთვის შემაშფოთებელი იყოს?
გიგა ბოკერია:
-და მერე?
დიანა ტრაპაიძე:
-მეხსიერებას ვამოწმებ, გიგა.
გიგა ბოკერია:
-მეხსიერება კი არა, საღი აზრი უნდა შეამოწმოთ. სერიოზულად მეუბნებით, რომ დღევანდელი ვითარება ყოფილა ოდესმე საქართველოში?
დიანა ტრაპაიძე:
-ვითარებას არ ვადარებ, ამერიკის ელჩის მიმართ პოლიტიკოსების კრიტიკული ტონი მახსოვს-თქო.
გიგა ბოკერია:
-მე ვთქვი, კრიტიკული ტონი არ ყოფილათქო, თუ ასეთი ვითარება არ ყოფილათქო? რახან ასე ჩამეძიეთ, ვინ აღმოჩნდა მტყუანი?
დიანა ტრაპაიძე:
-მაყურებელმა განსაჯოს.
გიგა ბოკერია:
-არ მოგეშვებით, იმიტომ რომ პირველად არ ყოფილა თქვენ ეთერში…
დიანა ტრაპაიძე:
-ასეთი კრიტიკა გახსოვთო, თქვენ თქვით და…
გიგა ბოკერია:
-არა, ესეც არ მითქვამს, მე გეკითხებით, ასეთი ვითარება გახსოვთ?
დიანა ტრაპაიძე:
-არა.
გიგა ბოკერია:
-მადლობა, გადავიდეთ სხვა საკითხზე.
ინტერვიუს ბოლოს:
დიანა ტრაპაიძე:
-მაინც შემდეგ გადავახვევ კარგად, აღარ მინდოდა პოლემიკაში წამოსვლა…
გიგა ბოკერია:
-პოლიტიკოსებზე არანაკლებად გიჭირთ აღიარება, რომ ცდებით, ხოლმე…
დიანა ტრაპაიძე:
-იმიტომ რომ…
გიგა ბოკერია:
-იმიტომ რომ, არ ცდებით არასოდეს.
დიანა ტრაპაიძე:
-იმიტომ, რომ შესაბამისი კომენტარით ვიყავი აღჭურვილი.
გიგა ბოკერია:
-კომენტარში არა, არსშია საქმე.
დიანა ტრაპაიძე:
-დიდი მადლობა, მე მიყვარს გიგა ბოკერიასთან პოლემიკა, თუმცა, აქვს თავისი სირთულეები ამას.
კომენტარები