ცოტა ხნის წინ, პრემიერმა განაცხადა, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე, კორონავირუსთან საბრძოლველად.
“ალიას” ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ესაუბრება.
-მზად არიან კლინიკები? გაიდლაინები დაურიგდათ უკვე?
-მზადა გვაქვს გაიდლაინები, დამტკიცდება და დაიწყება მათი გავრცელება. კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელზედაც ადრე გესაუბრეთ, რომ იგეგმებოდა შექმნა, უკვე შეიქმნა, რომლის დირექტორადაც მე დამნიშნეს. კლინიკური მართვის ჯგუფი კოორდინირებას გაუწევს ყველა იმ კლინიკის მუშაობას, რომელიც იქნება პაციენტთა მიმღები და უშულოდ იქნება პროცესში ჩართული. 4 კლინიკაა გამოყოფილი, რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე მერვე საავადმყოფო, გორის ჰოსპიტალი და ბოჭორიშვილის კლინიკა – ეს არის გეგმა “ა”
გეგმა “ბ” იქნება უკვე კერძო კლინიკებში ცალკეული საწოლების გამოყოფა, 3600 საწოლის გამოიყოფა.
-არ დაგვაჭირვოს ღმერთმა, მაგრამ კარგია, რომ მზადაა.
-დიახ, არ დაგვაჭირვოს ღმერთმა. ჯერჯერობით ოთხი კლინიკაა, რომელიც მთლიანად დაცლილი უნდა იყოს, გარდა ბოჭორიშვილისა, ბოჭორიშვილი მთლიანად არ დაიცლება, მხოლოდ ნაწილობრივ.
– არის თუ არა დადგენილი, რა პრობლემები შეიძლება დატოვოს ორგნიზმში კორონავირუსმა?
-ჯერ არ არის დამტკიცებული, ცალკეული მოსაზრებებია, არა გვაქვს გამოცდილება, სულ ერთი კაცი განიკურნა და რას დატოვებს არ ვიცით. ვარაუდობენ რომ იმუნიტეტს ტოვებს ნაწილობრივ, არც ეგაა დადგენილი, სულ ორი თვეა ვირუსი არსებობს და დაემართებათ თუ არა მეორედ, ჯერ არავინ იცის.
-საუბრობენ ფილტვის და იმუნოპრობლემებზე, არ შეესაბამება ეს ვარაური სიმართლეს?
-ჯერჯერობით არ იციან. ფილტვზე შეიძლება უფრო დატოვოს პრობლემა და იმუნურ სისტემაზე პრობლემა ჯერ არ ყოფილა დაფიქსირებული.
ალია
კომენტარები