ცოტა ხნის წინ, პრემიერმა განაცხადა, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე, კორონავირუსთან საბრძოლველად. რას ითვალისწინებს ეს ეტაპი და რით განსხვავდება პირველი ეტაპიდან, ამ თემაზე “ალიას” ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ესაუბრება:
-პირველი ეტაპი არის შეკავება, რომ არ გავრცელდეს, რომ არ შემოუშვა ქვეყანაში. მეორეა, როცა გავრცელდა და ახლა როგორ შევაჩეროთ, როგორ ვებრძოლოთ.
-ახლა ვართ მაგ ეტაპზე?
-იწყება ეგ ეტაპი
-განსხვავება რა იქნება ამ ორ ეტაპს შორის?
-განსხვავება ის იქნება, რომ შეკავების ეტაპის დროს მთელი ყურადღება საპასუხო ღონისძიებების მიქცეულია საზღვრებზე, საზღვრებზე დაფიქსირებაზე, რომ ვიღაც სიცხიანი ან კონტაქტური არ შემოვიდეს, აეროპორტებში ექცევა ყურადღება და ყველა საეჭვო პირის საავადმყოფოშო ან კარანტინში წაყვანზეა აქცენტი, ასევე სასწავლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე და ა. შ. ყველა ის რეკომენდაცია, რაც მთელი ეს პერიოდი ისმოდა და რასაც ვაკეთებდით – ეს არის შეკავების პირველი ეტაპი, რომელსაც აქამდე გავდიოდით.
მეორე ეტაპი – თუ გავრცელდა უკვე, ჩვენთან ახლა ძალიან არ გავრცელებულა, მაგრამ დაიწყო უკვე გავრცელება და რომ დაიწყო გავრცელება, წამყვანი არის კლინიკა, კლინიკური სექტორის მზადყოფნაა წამყვანი, საავამდყოფოები უნდა იყვნენ მზად, რადგან გავრცელების დროს მოსალოდნელია ავადმყოფების გაზრდა და კლინიკებმა ავადმყოფები უნდა მიიღონ დროულად და აღმოუჩინონ კვალიფიციური დახმარება.
ალია
კომენტარები