ამ წუთებში ქალაქის მასშტაბით ქუჩების კურთხევა მიმდინარეობს. სასულიერო პირები ხატებით სამების საკათედრო ტაძრიდან მსვლელობით დაიძრნენ და თბილისის ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში წყლის კურთხევა შესრულდა.
„ცენტრალურ გამზირებს, ქუჩებს ვაკურთხებთ. სასულიერო პირები სამ ჯგუფად გავნაწილდებით და ქალაქს მოვივლით. ვაკურთხებთ. შემდეგ სამების ტაძარში დავბრუნდებით. განსაცდელისგან რომ დაგვიფაროს უფალმა. მადლი გარდამოვიდეს მთელს ქალაქზე, ხალხზე და ქვეყანაზე“, – განაცხდეს მსვლელობაში მონაწილე სასულიერო პირებმა.
თბილისის ქუჩები კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ხდება.
კომენტარები