ინფექციური საავადმყოფოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა საავადმყოფოს ექთნებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა. ამავე ქალბატონისგან თენგიზ ცერცვაძემ დაბადების დღეზე ნახატი მიიღო საჩუქრად.
ცნობილი ექიმი ბუების კოლექციონერია.
“კატეგორიულად ითხოვდა ამ ფაქტის აფიშირება არ მომხდარიყო, მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ მისი სახელი – პატრიცია დელონი!
ბოქსირებული განყოფილების ექთნებს ხელფასზე დანამატი დაურიცხა და ასე გამოხატა თანადგომა… თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მომავალ თვეს თუ საშუალება იქნება ექიმებს წაახალისებს… არც იუბილარი თენგიზ ცერცვაძე დავიწყებია.
საჩუქრად საკუთარი ნახატი, თავისი და მამის, ილია დედიაშვილის პოეტური კრებულები უსახსოვრა. ექსპრომტად ლექსიც მიუძღვნა და ჯანმრთელობა უსურვა… მადლობა ქალბატონ პატრიციას! სიკეთე გადამდებია…” – აღნიშნულია საავადმყოფოს ოფიციალურ გვერდზე.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები