17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.
26 თებერვალი – კორონავირუსის პირველი ფაქტი საგანგებო ბრიფინგზე, პირადად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირი გამართა.
50 წლამდე ასაკის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა, თუმცა საეჭვო სიმპტომების გამო ის პირდაპირ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფიცირებულ მამაკაცს საქართველოს ტერიტორიაზე კონტაქტი არ დაუფიქსირდა. კარანტინში მოათავსეს მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი მგზავრი, რომელსაც შესაბამისი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. თავად ინფიცირებულის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელი იყო, ის პირველი პაციენტია, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა და ასევე, პირველია რომელიც გამოჯანმრთელდა.
28 თებერვალი – კორონავირუსის მეორე შემთხვევა – საუბარია 31 წლის ქალზე, რომელიც საქართველოში იტალიიდან ჩამოფრინდა. ქუთაისის აეროპორტში მას ტემპერატურა არ ჰქონდა, თუმცა მეორე დღეს სწორედ ტემპერატურის მატების გამო სამედიცინო დაწესებულებას თვითდინებით მიმართა. ჩატარებულმა კვლევამ, კი კორონავირუსის არსებობა დაადასტურა. ცნობილია, რომ აღნიშნული პიროვნება 5 დღით იმყოფებოდა ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალია ინფიცირებულთა მაჩვენებელი. მან სამსახურში მისვლა მოასწრო. იგი “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მუშაობს. ფილიალი მალევე დაკეტეს და დეზინფექცია ჩაუტარეს. დამატებითი ინფორმაცია.
29 თებერვალი – მესამე შემთხვევა – საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნომერ პირველ პაციენტთან ერთად იმყოფებოდა ირანში, თუმცა ისინი საქართველოში სხვადასხვა დროს შემოვიდნენ. ეს პიროვნება საზღვრიდანვე წაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, შესაბამისად მას ქვეყანაში კონტაქტი არ დაუდგინდა.5 მარტი – მეოთხე კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტი 44 წლის მამაკაცია, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება და მისი მდგომარეობა ყველაზე მძიმედ ფასდება. მისი ისტორია იტალიასთან მოგზაურობას უკავშირდება. ის 2 მარტს გამთენიისას ჩამოვიდა ვენის რეისით, თუმცა ვენა მხოლოდ სატრანზიტო ქალაქი იყო. ჩამოსვლიდან მეორე დღეს მან თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა სიცხე და ორი დღე სახლში მკურნალობდა, მხოლოდ ამის შემდეგ მიაკითხა მან ინფექციურ საავადმყოფოს.
5 მარტი საღამო – საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან, ბოლო 5 ერთ კლასტერს წარმოადგენს, რომლებიც იტალიიდან დაბრუნდნენ.
რიგით მეხუთე პაციენტი, ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ ხელმძღვანელი მიშა აბრამიძეა. ის კონტაქტში იმყოფებოდა მეოთხე პაციენტთან, მათ იტალიაში ერთად იმოგზაურეს. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ის ოთხი დღე სამსახურში დადიოდა მას კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა, თანამშრომლებთანაც ჰქონდა. ასევე, იმყოფებოდა პანაშვიდზე და მასთან არაერთი კონტაქტი დადგინდა, შემდეგ კი კონტაქტებს კორონავირუსი
ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.მეორე დილას იგივე განწყობით როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამოდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. 3-მარტს გავიგე რომ ჩემ მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან. 4-მარტს საღამოს ჩემ მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამოდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით . სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს, რაც გულზე მაწვება – დაწერა მიშა აბრამიძემ.
რიგით მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე შემთხვევა სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება.
7 მარტი – მეათე შემთხვევა – ასევე, რიგით მეხუთე პაციენტთან კონტაქტში მყოფი, ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძეა. იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა კომპანია „გეფას“ ხელმძღვანელს, რომლისგანაც კორონავირუსი გადაედო.
7 მარტი – დაფიქსირდა კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა.
მეთერთმეტე შემთხვევა – გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა და ეს პაციენტი მუშაობდა იმავე შენობაში, სადაც კომპანია „გეფას“ ხელმძღვანელი.
მეთორმეტე შემთხვევა – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, იური ნოზაძის იგი დაინფიცირდა საქართველოში, იტალიიდან ჩამოსულ პირთან კონტაქტის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პიროვნება იტალიაში მალევე დაბრუნდა. ნოზაძე კი საჩხერეში იმყოფებოდა და ამ დრომდე, იქ გადის მკურნალობას.
მეცამეტე შემთხვევა – გადადება თბილისში მოხდა და პაციენტს ვირუსი იტალიიდან ჩამოსულმა მოქალაქემ გადასდო. პაციენტი ახალგაზრდა ქალია და დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, ეს შიდაგადადება არ იყო. გაკეთდა განმარტება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მეცამეტე ინფიცირებული სხვას გადასდებდა, ეს იქნებოდა შიდაგადადების შემთხვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი იმავე შენობაში მუშაობდა, სადაც კომპანია „გეფას“ ხელმძღვანელი.
„რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა იტალიაში, სადაც ერთად იმყოფებოდნენ, იქ დაინფიცირდა ხუთი ადამიანი და როდესაც ჩამოვიდნენ, მოხვდნენ ჩვენს კლინიკაში, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმა ყველა მათი კონტაქტის გამოვლენა დაიწყეს. ეს ბოლო პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა იტალიაში ერთ-ერთ დაინფიცირებულ პირთან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
9 მარტი – დაფიქსირდა ორი ახალი შემთხვევა.
მეთოთხმეტე შემთხვევა – მამაკაცი, რომელიც იმ პაციენტთან იყო კონტაქტში, რომელიც 44 წლისაა და კორონავირუსი იტალიაში მოგზაურობით შეიძინა.
„ჩემს მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. დაინფიცირების წყარო იგივეა (იტალიიდან ჩამოსული ადამიანებისგან), ანუ სხვა ახალი წყაროდან არა, რაც ძალიან კარგია. ანუ არის მე-14-ე დაინფიცირებული. კარგად არის, აქვს მხოლოდ დაბალი სიცხე.“ – დაინფიცირებულის მეუღლე.
მეთხუთმეტე შემთხვევა – ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა ხშირი შეხება ჰქონდა იტალიელებთან. მან კლინიკას თვითდინებით მიმართა, მანამდე კი თვითიზოლაციაში არ ყოფილა.
10 მარტი – საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მეთექვსმეტე შემთხვევა – პაციენტი ვარაუდობს, რომ ვირუსი რიგით მეხუთე დაავადებულისგან ფულის აღების შედეგად გადაედო. დაინფიცირებულმა სამუშაოს შესრულებისთვის „გეფას“ ხელმძღვანელს ფული გამოართვა.
მეჩვიდმეტე, მეტვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე – ოთხივე ადამიანი, იტალიაში მოგზაურობდა რიგით მეორე პაციენტთან ერთად, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია. აღნიშნული ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, მას შემდეგ რაც მეორე პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა.
ოცდამეერთე – საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა. ბავშვი კონტაქტში იყო წინა ოთხ და რიგით მეორე პაციენტთან. არასრულწლოვანი ინფექციურ საავადმყოფოში ამ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, ისინი 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დაუდასტურდათ.
ოცდამეორე – კორონავირუსით დაავადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. ის კავშირშია რიგით მეთორმეტე პაციენტთან, რომელიც მისი შვილია. მას კორონავირუსი საქართველოში შვილისგან გადაედო.
ოცდამესამე – ამ პაციენტის ისტორიაც იატლიას უკავშირდება. ის მკურნალობას გადის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში.
12 მარტი – ინფიცირებულთა რაოდებობა 25-მდე გაიზარდა
ოცდამეოთხე შემთხვევა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში დაადასტურა. აღნიშნული პაციენტის ისტორია იტალიას უკავშირდება.
ოცდამეხუთე შემთხვევაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, იტალიასთანაა დაკავშირებული, თუმცა გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ კლასტერს განეკუთვნება ინფიცირებული. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას და მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
14 მარტი – დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5-ით მოიმატა და სულ 30 შემთხვევა დაფიქსირდა.5-ვე შემთხვევა იტალიას უკავშირდება. ამ მატების დროს დაფიქსირდა პირველი მესამეული გადაცემის შემთხვევა.
კორონავირუსით ინფიცირებული 5-ვე პაციენტი ერთი ოჯახის წევრები არიან. თავდაპირველად დაინფიცირდა ქალი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ადამიანთან, ამის შემდეგ მან ვირუსი საკუთარი ოჯახის წევრებს გადასდო. კორონავირუსით დაავადდა მისი მეუღლე, 3 შვილი და დედამთილი.
15 მარტი – საქართველოში ინფიცირების სულ 33 შემთხვევა დაფიქსირდა.
სამი ახალი შემთხვევიდან, ერთი მამაკაცია, ხოლო ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. მათ შორის, ერთ-ერთი აჭარაშია., რომელიც პირდაპირ კარანტინში მოათავსეს და გავრცელების რისკი მისგან ნაკლებია. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებიც მანამდე იყო დაფიქსირებული.
17 მარტი – საქართველოში კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. რიგით ოცდამეთოთხმეტე, პაციენტი წინა სამი შემთხვევიდან, ერთ-ერთის კონტაქტია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
პრაიმტაიმი
კომენტარები