მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანია, “ტვ პირველის” ეთერში, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუს დროს, კითხვას, რომ მოენდომებია სააკაშვილს, მოახერხებდა, თუ არა, ისე დამალვას, რომ ვერ ეპოვათ, ასე უპასუხა:
“რომ სდომოდა, შეეძლო ისე დამალული, რომ ვერ ეპოვათ, მაგრამ ესე იგი, არ უნდოდა… მან ანახა, რომ არ არის მშიშარა, ეს ნარატივი მოსპო… გააქარწყლა ის, რომ ვინმეს ატყუებს და არ ჩამოდის.”
კითხვას, მიხეილ სააკაშვილმა მისი პოლიტიკური გუნდისგან, ადეკვატური მხარდაჭერა მიიღო? – ალასანია პასუხობს:
“ეს მიშას უნდა ჰკითხოთ. მე მგონია, რომ – არა, იმიტომ რომ დღემდე ციხეშია… ბევრი მათგანი აკეთებს შესაძლებელს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელიც მოითხოვს შეუძლებელს. ვკითხოთ ჩვენ, ყოველმა მათგანმა ჩვენ თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი? თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? – არ გააკეთა. პარტია აკეთებს შესაძლებელს, კი, ყოველი მათგანი, მე მესმის, რა ნება მაქვს ვინმეს მოვთხოვო, რომ თქვენი საკუთარი გადაყარეთ. პატრიოტიზმი, სწორედ ეგაა, პირადულზე უარის თქმა. შეიძლება ყველას მოთხოვო ერთნაირად? ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი შესაძლებლობაა, ძალიან ბევრი, დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, ყველა იმ დემოკრატიული, კონსტიტუციურად გამყარებული მეთოდის გამოყენებით, რომელმაც მსოფლიოში გამოიღო თავისი შედეგი.”
კითხვას, ხომ არ არის მისი საქართველოში ყოფნა თავის ტკივილი ხელისუფლებისთვის, ალასანია ასე პასუხობს:
“სამწუხაროდ, დიახ, თუმცა, არ მესმის რატომ და ამას არ ვმიამიტომ.”
კომენტარები