მოლაპარაკე ქანდაკებების საიტზე თბილისიც გამოჩნდა – ძეგლზე მიმაგრებული მრგვალი ლურჯი სიმბოლო იმის მანიშნებელია, რომ ის ქართულ და ინგლისურ ენებზე დაგელაპარაკებიან.
საიტის მონაცემებით, თბილისში ამ ეტაპზე 8 ქანდაკება გაგესაუბრებათ:
- ქართლის დედა
- ილია და აკაკი
- შოთა რუსთაველი
- გიორგი ლეონიძე
- კონსტანტინე გამსახურდია
- ნოდარ დუმბაძე
- დავით გურამიშვილი
- გალაკტიონ ტაბიძე
ინსტრუქცია კი ასეთია: ქანდაკებასთან დამონტაჟებული კოდის დასკანერების შემდეგ ტელეფონი დაგირეკავთ – მწვანე ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ კი ძეგლი საუბარს დაიწყებს.
რას ეტყოდნენ გალაკტიონი, რუსთაველი და სხვები გამვლელებს? – ტექსტები საკუთარი ინტერპრეტაციით დაწერეს ქართველმა მწერლებმა რატი ამაღლობელმა, ეკატერინე ტოგონიძემ, დათო ტურაშვილმა, ალეკო შუღლაძემ, გიორგი კეკელიძემ, შოთა იათაშვილმა, ეკა ქევანიშვილმა, ივა ფეზუაშვილმა.
ტექსტები კი მსახიობებმა ნინო კასრაძემ, ბექა სონღულაშვილმა, ლაშა გურგენიძემ, ბაჩო ჩაჩიბაიამ, თემიკო ჭიჭინაძემ, კახა კინწურაშვილმა და დავით ბეშიტაიშვილმა გაახმოვანეს.
კომენტარები