პოლიტიკური მოძრაობა ”ტრიბუნას’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა ეკონომიკის მიმართულებით პროცენტების გადავადებას.
“ახალი ინიციატივა ფორს მაჟორულ სიტუაციას და შესაბამისად პროცენტების შეჩერებას კი არა, ის პროცენტების გადავადებას, ანუ ახალი, ამ სამთვიანი გადაუხდელი სესხების აკუმულირებას და თავიდან დარიცხვას გულისხმობს.
ხოლო იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი იკეტება და ხალხს სახლში წასვლა უწევს, ხელფასი კი არა, სოციალურად დაუცველები ხდებიან ადამიანები!
ჩვენს თვალწინ ყოველდღიურად ხდება კონსტიტუციის, კანონის დარღვევა, რადგან მაშინ, როდესაც საქართველოში ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ბანკს, ქვეყანაში გაცილებით მეტია კრედიტები გაცემული, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკაში ფული არსებობს.
ანუ, ხალხს აძლევენ იმ ფულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და დღეს ამ არარსებულ ფულზე უნდათ კიდე პროცენტები დაარიცხონ, არც კი შეაჩერონ.
მითუმეტეს, რომ ახალი ინიციატივა, რომელიც გამოვიდა, ის არ გულისხმობს ფორს მაჟორულ სიტუაციას და პროცენტების შეჩერებას, ის მათ გადავადებას, ანუ ახალი სეხების, ამ სამთვიანი გადაუხდელი სესხების აკუმულირებას დათავიდან დარიცხვას გულისხმობს.
რაც შეეხება მთავრობის მიერ ჩატოვებულ მილიარდიანი პაკეტს, ეს სხვა არაფერია თუ არა კალაძის სამი თითის კომბინაცია.
რადგან, იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი დაიკეტა, რა საშემოსავლო გადასახადი ჩატოვეს?
და რა ქონების გადასახადზეა საუბარი?
ვინ იცის ამ ყველაფრის ფასი, ვინმემ დათვალა? ან საერთოდ ვინ იცის რა იქნება 3 თვის მერე?!
რადგან ხალხს, რომელსაც დღეს სახლში წასვლა უწევს, ხელფასი კი არა სოციალურად დაუცველები შეიძლება გახდნენ.
მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ჩემი უდიდესი პატივისცემა ჩვენს ექიმებს და მთელ სამედიცინო სფეროს, მაგრამ რა დავაშავეთ იმის ფასი, რომ ეკონომიკური ნაწილში მხოლოდ ციფრების ბრახა-ბრუხია და არანაირი რეალური ქმედება?!’’
კომენტარები