პოლიტიკოსსა და მოძრაობა „ხალხისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა დოლიძეს, ცოტა ხნის წინ მეორე შვილის, კრავაის დედა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის გაზრდა დიდ დროს მოითხოვს, ანა დოლიძე შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ ძველ აქტიურ ცხოვრებას არც ჩამოშორებია.
ანა დოლიძეს კრავაი მეორე ქმრისგან, 40 წლის ასაკში შეეძინა. წყვილი ფართო საზოგადოებაში ერთად არ ჩნდება.
ერთ-ერთ ინტერვიუში დოლიძემ დედამთილთან ურთიერთობაზეც ისაბრა და აღნიშნა, რომ ოჯახში კონფლიქტს ძირითადად ეკონომიკური კონფლიქტი განაპირობებს.
„პრობლემებს რესურსების ნაკლებობა იწვევს, რაც გულისხმობს საცხოვრებელ ფართს. როცა ერთ პატარა სივრცეში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან, მათ უჭირთ თანაცხოვრება. ამას ემატება უფინანსობაც და ბევრი პრობლემა აქედანაც მოდის. მე, დედამთილი და დედაც ძალიან მეხმარებიან და სულ გვერდში მიდგანან“, – აღნიშნავს ანა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.
კომენტარები