ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა და ეძებენ. მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას. გაუჩინარებამდე, ეკონომიკური ტრანსპოფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა.
“გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა”, – წერს ის ფესბუქპოსტში, რომელიც 19 დეკემბერს, დილის 8:40 საათზე გამოაქვეყნა.
გერლიანის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება სცადეს.
ასევე, იგი აქვეყნებს ინფორმაციას შსს-ს თანამშრომლის შესახებ, რომელიც მისივე მტკიცებით, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით ასევე სხვადასხვა საშუალებით.


კომენტარები