თეთრი სახლი ემზადება, საგანგებო სიტუაციის ფარგლებში კორონავირუსით გამოწვეული ზარალის გამო რეზერვებიდან 850 $ მილიონ დოლარი გამოყოს ეკონომიკის გასაძლიერებლად. მოთხოვნა განსახილველად და გადაწყვეტილების ოფიციალურად მისაღბად გადაეგზავნება სენატს .
აღნიშნული დაფინანსება მცირე ბიზნესისთვის და ავიაინდუსტრიისთვის მიყენებული ზარალის აღმოფხვრისთვისაა მიმართული. ზემოხსენებული დახმარებით აგრეთვე მასობრივად მოხდება გადასახადების შემცირება და ჩამოჭრა დაქირავებული მომსახურე მუშაკებისთვის. თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ რეზერვების გამოყოფა კვირის ბოლომდე მოხდება, რათა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეძლოს ეკონომიკური რეგრესის შემცირება , რომელიც კორონავირუსის მიერაა გამოწვეული.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ქმედების მსგავსი 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ მომხდარა. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით 850 მილიარდი დოლარის გამოყოფით, შესაძლებელი იქნება მოსახლეობის დაცვა ფინანსური და ჯანმრთელობის კრიზისული ვითარებისგან
კომენტარები