ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის – კამპანიაში ჩაერთნენ.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქციის ფარგლებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის სლოგანით – #ავიცრათმანეთისთვის გაავრცელეს.
თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.
ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში დაიწყო.
აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.
სტუდენტური აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები უერთდებიან. ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში სტუდენტური აქციები უკვე ჩატარდა თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავსა და ახალციხეში. #ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიას ბათუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. სტუდენტური კამპანია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტივობით დასრულდება.
კომენტარები