აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უერთდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აქტიურად ერთვება კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის, – ამის შესახებ ლევან ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის, ლევან ჩაკვეტაძის თქმით, უწყების თანამშრომელთა 85% სრულად ვაქცინირებულია.
“მე ორივე დოზით ავიცერი „ფაიზერის“ საქართველოში შემოსვლისთანავე, ახლა კი ბუსტერ დოზის გაკეთების საშუალებაც მომეცა. პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, სწორედ ამიტომ მინდა მოვუწოდო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასა და თითოეულ ადამიანს, რომ გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ავიცრათ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად”, – წერს ჩაკვეტაძე.
კომენტარები