ავტოკონცერნი Volkswagen-ი 17 მარტიდან ევროპაში ავტომობილების წარმოებას ორი კვირით აჩერებს. ამის შესახებ Reuters წერს.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს Fiat Chrysler, Renault და PSA Group-მა რომელიც Peugeot, Citroen და Opel-ს ფლობს. მანამდე წარმოების შეჩერებაზე განაცხადა Airbus -მა. კომპანიამ ესპანეთსა და საფრანგეთში წარმოება 4 დღით შეაჩერა.
გამოცემის ცნობით, სამ ავტოკონცერნში ევროკავშირის 14 მილიონი ადამიანია დასაქმებული.
კომენტარები