ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანიას ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“ადამიანი, რომელთანაც 30 წელი გავატარე და მხოლოდ წელს, კიდევ ერთხელ ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში და ვლაპარაკობდით სხვისთვის სიკვდილზე, სიცოცხლეზე, გმირობაზე, სულ ყველაფერზე და მათ შორის ჩვენს აკვიატებულ ერთმანეთთან მუდმივ დაბრუნებაზე, ომზე, ტკივილზე, და რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა, ხანდახან, ახლაც, წამით, ფიზიკურად ვგრძნობ ავტომატის ჯერს, მამაჩემს რომ გადაატარეს და მტკივაო. ზუსტად ნატყვიარების ადგილას და წამითო, – წამის განსაზღვრა აუცილებელი იყო, რომ არ გამებედა ჭარბი თანაგრძნობა. არც სიმთვრალეში ავიწყდება, რომ უკადრისია ცრემლი მოგვარო ვინმეს და ეს სიტყვა “მტკივა” ერთადერთხელ გამოვძალე ამდენი წლის განმავლობაში. ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ხეტიალისთვის, მძაფრი გრძნობებისთვის და სიყვარულისთვის, ვისზეც გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ასეთ მომხიბლავს არავის ვიცნობ, ზურგის ქარს და ძლიერ იალქნებს ვუსურვებდი მხოლოდ და მეგონა ასეთი იქნებოდა სულ, სულ, სულ… ვერაფერი შეცვლიდა და მითუმეტეს, გამოჩნდებოდა ვინმე მისი სრულად მომხელთებელი. აი ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მონად ჩაბარდა. მოკლედ, გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადებისდღეა დღეს. ხოდა მონებთან საქმე არ მაქვს.
კომენტარები