თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ აფეთქებას ჟურნალისტი, თამო კეშელავა უხმაურება და წერს:
“ასეთი არაფერი გამიგია, ქალაქში აფეთქდა წუხელ სახლი, გაზის კომპანია ამბობს, აფეთქება არ გამოუწვევია გაზსო – აბა?ჭურვი აფეთქდა?
ტანკი იყო მოსული?
ჰაერიდან დაგვბომბეს?
24 საათი არ იყო გასული, დასკვნა გვაქვს, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისიაო, ანუ, 15 საათში ცეცხლიც ჩააქრეთ, ისიც გაარკვიეთ, რომ გაზის ბრალი არაა აფეთქება, ექსპერტებიც მიიყვანეთ, კედლების და საძირკვლის დაზიანების ხარისხიც შეისწავლეთ და დასკვნაც დადეთ?
კაი, ძმაო ..
ამდენი თუ შეგიძლიათ, უპასუხეთ კითხვას – რა აფეთქდა? ჭურვი? დაგვბომბეს?
პარალელურად, ქართველი სამხედროა ტყვედ და ყველა სდუმს!
პარალელურად, არასამთავრობო ამბობს, ამჯერად ოკუპირებული ცხინვალის ციხეში 3 კი არა 6 ქართველი ტყვეაო და სუსიც სდუმს.
პარალალერად, ერთი პატიოსანი, მშრომელი კაცი გაქრა, რამაზ გერლიანი, გაქრობამდე პოლიციელებს მუქარაში ადანაშაულებდა და შს მინისტრიც სდუმს!
სულ რომ ქვისთვის წამოეკრა ფეხი, იმის მერე, რაც პოლიციელს დაადო ხელი და საქმეც არ აღძარით, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ!
და მაინც, რა აფეთქდა, აბა, ვაზისუბანში? ჩიტი? ხე? ქვა? წყალი? თუ დაგვბომბეს და მალავთ?”
კომენტარები