ფოტო – ნაკრესი
სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს გიგანტი ჯიხვის ფოტოებს, რომელიც მარტში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დაიჭირეს და რადიოგადამცემით აღჭურვილი საყელო დაუმაგრეს.
„ზაფხულის დადგომისთანავე, მან დატოვა ლაგოდეხის მთები და დაღესტანში გადავიდა. შემოდგომაზე კი, დაუბრუნდა რა ლაგოდეხელ შუნებს, უკვე ნიკა ქერდიყოშვილმა „გააბა“ თავის ფოტოობიექტივში. ტარიელი ერთ-ერთია იმ ექვსი ჯიხვიდან, რომლებიც ნაკრესმა 2020-2021 წლებში დაიჭირა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც, სამეცნიერო კვლევის მიზნით, ჯიხვები უვნებლად დაიჭირეს და გაუშვეს“, – აღნიშნულია „ნაკრესის“ Facebook-გვერდზე.
კომენტარები