ინდოეთში, ტაჯ მაჰალი კორონავირუსის საფრთხის გამო, ვიზიტორებისთვის დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN travel ავრცელებს.
ინდოეთში ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან ერთად ყველა მუზეუმი 2020 წლის 31 მარტამდე დაიხურება – ამის შესახებ ტვიტერზე ქვეყნის ტურიზმის მინისტრმაც დაწერა.
ამ დროისთვის, ინდოეთში კორონავირუსის 114 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 2 ფატალურად დასრულდა.
ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ახალი ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა.
კომენტარები