“გირჩის” წევრებმა გაუჩინარებული ეკონომისტის რამაზ გერლიანის საქმესთან დაკავშირებით აქცია დააანონსეს:
22 დეკემბერს, 18:00 საათზე შევიკრიბებით სუს-ის შენობის წინ და მშვიდობიანი პროტესტით მოვუწოდებთ სახელმწიფოს აქტიური მოქმედებისკენ!
“სამართალდამცველების ჩადენილი უსამართლობა ნორმაა უკვე ამ ქვეყანაში, არასოდეს გვყოლია პოლიცია, რომელიც მართლა ადამიანის უფლებებს დაიცავდა და არ იქნებოდა ინდივიდებთან ბრძოლის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მახინჯი სისტემის სახეა, იმ სისტემის, რომელიც ადამიანის ჩაგვრის მეტს არაფერს აკეთებს”
კომენტარები