სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან, სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის კონფერენცის დასრულებისას განცხადება გააკეთა:
“დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ბოლო დროს ძალიან აქტუალურ საკითხზე ბოტების და ტროლების გავლენაზე საზოგადოებრივ აზრზე. ვინაიდან, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ეს თემა მწვავე და აქტუალურია საზოგადოებაში.
ამდენად, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა კვლევა და პრეზენტაცია წარედგინა. კვლევის ფარგლებში წარვადგინეთ რეკომენდაციები, როგორ ვებრძოლოთ და ამოვიცნოთ, თავი დავიცვათ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან. წარიმართა დისკუსია, ნაყოფიერი შეხვედრა იყო.
როგორც მსოფლიოს ცნობილი მაგალითები ცხადყოფენ, ტროლებისა და ბოტების ჩართულობა საარჩევნო პროცესზე და გავლენა ძალიან მაღალია. ამდენად, არ არის გამორიცხული, 2020 წლის საარჩევნო პროცესში ტროლებისა და ბოტების “ფერმები” აქტიურად იყოს გამოყენებული”
კომენტარები