უკიდურესად იძაბება ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ე.წ. მთავრობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი ოკუპირებული სოხუმის მთავარ მოედანზეა შეკრებილი და “სამართალდამცავების” კორდონის გარღვევას ცდილობს.
ე.წ. ოპოზიცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეებსა და “პოლიციას” შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციაზე იყო სროლაც, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ე.წ. ოპოზიციის თქმით, მოსახლეობა აპროტესტებს მძიმე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ვითარებას, ეპიდვითარებას და ამბობენ, რომ სიტუაცია თვითდინებაზეა მიშვებული. ენერგოკრიზისი კი იმდენად მწვავეა, რომ 1 წელზე მეტია მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით აქვს.
კომენტარები