როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და 11 ტესტის პასუხი, რომელიც ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი, უარყოფითია.
„ჩვენ ამ 11 უარყოფითის გარდა კიდევ 11 ტესტი გვაქვს გაგზავნილი, რომლის პასუხი გვიან ღამით იქნება ცნობილი და ჟურნალისტები ამ შედეგებს დილით გაიგებთ“.
რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა. ხვალ გადაწყდება ორი გამოჯანმრთელებულის ბედიც და სავარაუდოდ, ისინი გაეწერებიან 14-დღიან იზოლაციაში გადავლენ.
კომენტარები