სამოქალაქო აქტივისტი, ნიკუშა ფარულავა:
“შიმშილობის აქტს მეც შევუერთდი.
“ოცნება” დიდი ხანია გასცდა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ სივრცეს, გაგვიფორმა პუტინისეული სუვერენული დემოკრატია და საკუთარი ქმედებებით ჩამოყალიბდა ავტორიტარიზმად.
რეჟიმს, ავტორიტარიზმს უნდა ვებრძოლოთ ყველა კონსტიტუციური, არაძალადობრივი, მაგრამ მწვავე მეთოდით, წინააღმდეგობით, უფრო თვალხილული გავხადოთ ქვეყანაში არსებული კრიზისი და ასე მოვახდინოთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების კონსოლიდაცია და გავზარდოთ წნეხი მათ შორის ქვეყნის შიგნითაც, სამოქალაქო თანხმობის მიღწევის პროცესის პარალელურადაც. (თუ დაიწყო)
პოლიტიკის მიღმაა ეს ყველაფერი. სისტემასთან ბრძოლაში პოზიტიური შედეგის დადგომის გარანტიებს არავინ გვაძლევს, ყველა გზა უნდა ვცადოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია.
საქართველოში რუსულ მარიონეტულ რეჟიმს გადატეხავს ჩვენი, მოქალაქეების აქტიურობისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის კომბინაცია.
P.S. ყველასი მესმის, ვინც პროტესტის ამ ფორმის წინააღმდეგი არის. არავის მოვუწოდებთ შიმშილობის დაწყებისკენ.
ყველას დიდი მადლობა გამხნევებისა და გვერდში დგომისთვის.’
კომენტარები