სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:
“ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამწუხაროდ ვერ ვჯდები საშიმშილოდ! ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს და ამიტომაც მოშიმშილეებთან ერთად ვარ კარავში და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მათ!
ამავდროულად ვკითხულობ ათას სისაძაგლე პოსტს ამ პროტესტთან დაკავშირებით!
გავაკეთებ პატარა განმარტებას! ზოგადად შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა! მთავარი არის ფაქტი შიმშილობის და არა ლოკაცია! სად შედგება პროტესტი, რუსთაველზე, კანცელარიასთან, პარლამენტის წინ, რომელიმე სოფელში თუ ზღვის პირას, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა! მთავარია პროტესტის ფორმა!
ასეულობით ადამიანმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას! ისინი რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს პრეზიდენტის თავისუფლებისთვის!
ამ დროს არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც აკნინებთ ამ ყველაფერს და ლანძღავთ ამ ადამიანებს! ძალიან სამწუხაროა დამუნათება ადამიანების, რომლებიც ყინვაში შიმშილობენ ღია ცის ქვეშ!
თბილი სახლებიდან კაკუნს და ლანძღვას, ელემენტარულად სოლიდარობა მაინც გამოუცხადეთ ამ ხალხს! მოუტანეთ თბილი ტანსაცმელი, პლედები და სხვადასხვა აუცილებელი ატრიბუტები ვისაც შეგიძლიათ!
დიახ ამ მშვიდობიან პროტესტს აუცილებლად ექნება შედეგი! დიახ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ უნდა დაშავდეს ამ ბრძოლაში! ეს არის მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც მიმართეს ადამიანებმა და მორჩით ამ სიბრძნეების ფრქვევას!
ჩემი სრული სოლიდარობა თითოეულ მოშიმშილეს! გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს! და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვშიმშილობ, ვარ კარავში მათთან ერთად და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ თითოეულ მოშიმშილეს!
მასიურმა შიმშილობის აქვიამ თავის დროზე დაასრულა საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში! ჩვენ ახლაც ვებრძვით რუსეთს და ეს მასიური შიმშილობა, უპრეცედენტო სოლიდარობა ადამიანების აუცილებლად დაასრულებს რუსეთს საქართველოში!
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!”
კომენტარები