თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, შიდაგავრცელების ფაქტები არ დასტურდება, თუმცა ერთმა პაციენტმა არ იცის ინფიცირების წყარო.
„ჯერ შიდაგავრცელებაზე საუბარი არაა, ინფიცირების წყარო არაა ცნობილი მხოლოდ ერთ პირთან – ცნობილია მათი მოგზაურობის მარშრუტები. დაავადების გავრცელების შესაჩერებლად ტარდება ეს ღონისძიებები, რაც ახლა ტარდება და, ალბათ, გამკაცრდება ღონისძიებები”, – ამბობს მარინა ეზუგბაია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანია გადაყვანილი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი იმყოფება.
კომენტარები