სამჯერ ჩაშლილი სხდომის შემდეგ სენაკის საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა. კვორუმი არ შედგა. სხდომაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ მივიდნენ. მუნიციპალურ ორგანოს თავმჯდომარე ისევ არ ჰყავს.
სენაკის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლაშა კუჭავა:
“ქართულ ოცნებას” არ აქვს სენაკის საკრებულოში უმრავლესობა, შესაბამისად, ყველა ღონეს ხმარობს, რომ გააჭიანუროს და შეძლოს საკრებულოს მუშაობის შეფერხება. გაცხადებული პოზიციაა, რომ გახარიას პარტიის კანდიდატს ირაკლი კაჭარავას დავუჭიროთ მხარი”
სხდომა მომდევნო სამშაბათისთვის გადაიდო.
კომენტარები