ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი, ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში შემავალი სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამსახური საერთოდ გაუქმდა.
ივერი მელაშვილი, მედიასთან ამბობს:
“მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტია, იქ წამოიწყეს რეორგანიზაცია ჩაატარეს ასე ვთქვათ, ჩემი სამსახური იყო შიგნით, ესე ჰქვია მიწის დელიმიტაცია-დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, ეს სამსახური გააუქმეს.
ამას ახლა სად გადაიტანენ, როგორ გადაიტანენ, რანაირად გადაიტანენ არ ვიცი, რას აპირებენ და საერთოდ რა აქვთ მოფიქრებული. იმას ვუკავშირებ რაც ხდება ქვეყანაში, რაც ჩემ გარშემოა, კონკრეტულად კიდევ იმას, მეტს არაფერს, ერთი ხელით ნაწერია ყველაფერი ეს, უბრალოდ შემსრულებლები არიან ბევრი სხვადასხვა”
კომენტარები