ანი დვალიშვილი, ალია
ჯანდაცვის მინისტრის პოსტს უდიდესი ალბათობით, არჩილ თალაკვაძეს “შეტენიან”. სწორედაც რომ შეტენიან, რადგან თალაკვაძეს არ სურს ასეთი პასუხისმგებლობის აღება, მშვიდად უნდა მომდევნო გარანტირებული წლები პარლამენტარის სავარძელში იჯდეს, მაგრამ ხელისუფლებას კადრების სერიოზული დეფიციტი აქვს. იყო რამდენიმე ვარიანტი იმისა, რომ უცხოეთში მოღვაწე რომელიმე წარმატებული ექიმი ჩამოეყვანათ, მაგრამ უმრავლესობისგან უარი მიიღეს, რამდენიმემ კი მოადგილეებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების დანიშვნაში სრული თავისუფლება მოითხოვა და რა თქმა უნდა, უარი მიიღო.
შაბათს საღამოს თალაკვაძეზე იყო მმართველი გუნდი შეთანხმებული და აჩიკოს ძალიან, ძალიან სერიოზული გამოცდა ელოდება. არსებულ მდგომარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ექიმები “ომიკრონის” შტამს განაჩენივით ელოდებიან და კულარებში ამბობენ, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი დარტყმა როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ისე მთლიანად სახელმწიფოსთვის. პარალელურად, ექიმებმა ისიც იციან, რომ ხელისუფლება ლოქდაუნს ვერ და არ გამოაცხადებს, ანუ ყველაფერი ჩვენს თვითშეგნებაზე იქნება მიშვებული. როგორი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაქვს, აქამდეც ვაჩვენეთ და არც ამის მერე გაგვიჭირდება. ალბათ მხოლოდ საქართველოშია, კოვიდით გარდაცვლილ ადამიანს 100-კაციან და ხშირად 300-კაციან ქელეხს რომ უხდიან.
კომენტარები