სამოქალაქო აქტივისტი გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ბავშვობაში წინასწარ კარგის მოლოდინში რომ ვცქმუტავდი, ისე დამემართა როცა გავიგე პატრიარქის ლოცვა კურთხევით მამებს თბილისი უნდა დაელოცათ !
შემოეარათ შეძლებისდაგვარად ქალაქის ყველა უბანი და ეპკურებინათ აიაზმა!
არადა სულ სჭირდება ჩემ ქალაქს ჭინკების განდევნა, მომრავლდნენ კორონასავით ეს სინდის-ნამუს გარეცხილები!
ადრე უბანში და ქალაქშიც ეგეთ ყურუმსაღებს ღირსეული რაინდი კაცები გასაქანს არ აძლევდნენ თუ თავხედობას არ იშლიდნენ ალიყურიც ზედა ჰქონდათ გამოწერილი!
ეხლა ცოლი ქმარს აჭერინებს და თავისუფლად მოქმედებენ ეს ,,ჩამშვები განუკითხავი,ბრიგადები”
ამ აქციის პირდაპირი ჩართვები უზრუნველყვეს ,,დედაქალაქის” ხელმძღვანელებმა,აღსანიშნავია მათი აქტიურობები, ესეთი ქმედებების დროს, ეს ადამიანები შუაგულ მოძრაობაში არიან!
მადლობა მათ!
ჟრუანტელმა დამიარა როცა გლდანის ციხიდან ,,ვახტის”იქიდან და აქედან მამები და პატიმრები მამაო ჩვენოს როგორ ლოცულობდნენ ერთად!
შეგვეწიოს ყველას!
მატერიალურისათვის ნუ გაბოროტდებით!
მივიღოთ მშვიდად ღვთის გამოცდა და ქრისტიანულად ვატაროთ ეს ჯვარი!
ღმერთმა დალოცოს ჩემი დედა ქალაქი! “
კომენტარები