ნანა სულავა, „ალია“
მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქცია პოლიტიკური გარყვნილებაა. ეს აფერისტების ბანდა თავიანთ თაღლითურ შიმშილობას ხან მაჰათმა განდის შიმშილობას ადარებენ და ხანაც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით გამართულ შიმშილობების აქციებს. ყველამ კარგად იცოდეს ის, რომ ნაცმოძრაობის თაღლითურ შიმშილობას არაფერი აქვს საერთო არც მაჰათმა განდის, არც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ეროვნულ მოძრაობასთან. ერთადერთი, ვისთანაც პარალელი შეიძლება გაივლოს, ეს არის ოპერის ბაღში მხედრიონის მიერ ჩატარებული შიმშილობის აქცია, რომელიც 1990 წლის 21დეკემბერს გაიმართა. შეიძლება ასეთივე 21 დეკემბერი განმეორდეს. თუ ის დრამა იყო, ეს იქნება პაროდია. ეს აქციაც მიმართულია ანტიკონსტიტუციური გადატრიალებისთვის პოლიტიკური ნიადაგის მოსამზადებლად. ამიტომ ნაცების პოლიტიკურ კლოუნადას არაფერი აქვს საერთო საზოგადოებრივ ინტერესებთან. ის არის აგრესიული უმცირესობის ფაშისტური მოძრაობა. ვინც მართლა შიმშილობს და ცარიელი მაგიდით ხვდება ახალ წელს, ასეთ ქართველებზე არავინ ფიქრობს, მაგრამ არც ამათ უნდათ ნაცების ხსენება. ასეთ მოცემულობაში სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ეროვნულ შერიგებაზე ლაპარაკი. პრეზიდენტის მეტამორფოზა „არა და არასოდეს“ ყველასთვის საცნაური გახდა. მას შემდეგ მეგი გოცირიძემ პრეზიდენტის სასახლესთან უშვერი სიტყვებით პირადი შეურაცხყოფა მიაყენა სალომე ზურაბიშვილს, რაც, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გადაყლაპა. ნაცმოძრაობამ პრეზიდენტის მოწვევას წიხლი ჰკრა. ასე რომ, ეროვნულ შერიგებაზე ლაპარაკი პოლიტიკურ უწიგნურებზეა გათვლილი. საინტერესოა, პრეზიდენტმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო რატომ არ დაპატიჟა? სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილება კანონიერი იყო? ე.ი. გამოდის, პრეზიდენტი ეროვნულ ძალებს არ ურიგდება და ურიგდება იმათ, ვისთანაც პოლიტიკური კონფლიქტი არ ჰქონია. ჰოდა, ეს რანაირი შერიგებაა? მას მინდა შევახსენო, რომ ის პირველი არ არის, ვინც ეროვნულ თანხმობაზე დაიწყო ლაპარაკი.
ჯერ კიდევ 2002-2004 წლებში არსებობდა „ეროვნული თანხმობის კავშირი“, როდესაც სააკაშვილი პირველი ვადით გახდა პრეზიდენტი, 2004 წ. 26 ინავარს მან ხელი მოაწერა „ეროვნული თანხმობის დეკლარაციას“ და წმინდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიაში სიტყვითაც გამოვიდა, სადაც განაცხადა: ჩემი საპრეზიდენტო საქმიანობა ეროვნული თანხმობის მიღწევა იქნებაო, მაგრამ მეორე დღესვე გატეხა ეს დანაპირები და ყველაფერი აკეთა ეროვნული თანხმობის გასანადგურებლად, ხოლო „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“, რასაც ხელი მოაწერა, ფარატინა ქაღალდად აქცია და მასში ჩადებული პრინციპები ფეხქვეშ გათელა. აი, ასეთი ვერაგია სააკშვილი, რომელსაც შეუძლია ეკლესიაში დაპირება დადოს და ამ დაპირების საპირისპირო გააკეთოს. თან ახლა, ეს ქრისტეს გამყიდველი ითხოვს, ჯვრის ტარების უფლება მომეცითო.
კოჰაბიტაციის პირობებში ეროვნული თანხმობა არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ჯერ 2004 წელს მოატყუეს ქართველი საზოგადოება და 18 წლის შემდეგ, 2021 წელსაც ატყუებენ. ეროვნული დეკლარაციის მიჩუმათება სახეზეა. იმ დეკლარაციაში ჩაწერილი პუნქტების განხორციელება კატეგორიულად არ უნდათ. იმ დეკლარაციის დამალვით ეროვნული მოძრაობა გადააგდეთ და მათთან შერიგებას ბუნებრივია, არ აპირებთ და არც ეროვნულ თანხმობას. ეს თქვენთვის ისტორიის გადაშლილი ფურცელია და ახლა ისიც გინდათ, ისტორიის გადაშლილი ფურცელი გახდეს 2003-2012 წლებში სახელმწიფოს მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ განხორციელებული ტერორი, რომელიც მოახდინა სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა, ნულოვანი ტოლერანტობით 300 ათასი ქართველი ციხეებში რომ გამოამწყვდია. უამრავი ადამიანი ციხეებში წამებით მოკლა და მკურნალობისა და წამლის გარეშე დახოცა საპატიმროებში ადამიანები. სამუშაო ადგილებზე რამდენი დაიხოცა?! ნათლად ჩანს, რომ ესენიც გადაგდებული გყავთ. აბა, ვიღას ურიგდებით? ნინო ბურჯანაძეს თუ ეკა ბესელიას? აგერ, მესამე ხმაც მოვიდა და გახარიაც გამოჩნდა. თავისი პარტია შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკური ნარჩენების თავშესაფრად რომ აქცია. ვაი, ამათ პატრონს!
ბატონო პრემიერო, თქვენ გააკეთეთ სწორი პოლიტიკური განცხადება, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას და კანონზე ქვემოთ არავინ დგასო“. მაგრამ შეგახსენებთ, ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა დიდი ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ნიქსონმა, როდესაც მის მიერვე გაცხადებული ეს პრინციპი არ დაიცვა და ამის გამო მოუწია ვადამდე ადრე დაეტოვებინა საპრეზიდენტო პოსტი. ეს პრინციპი არ დაიცვა. ამას იმიტომ გახსენებთ, რომ თქვენც უნდა გაფრთხილდეთ, მარტო განცხადებები არ კმარა. განცხადებას საქმე უნდა მოჰყვეს. ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, დღესავით ნათელია, რომ არავითარი ეროვნული შერიგება და თანხმობა არ ხდება ქვეყანაში. კულუარული გარიგებით ცდილობს პრეზიდენტი საზოგადოებისგან ზურგს უკან, დაფარულად მოახდინოს გარიგება. პრეზიდენტსაც შევახსენებ ერთ-ერთ ფრანგულ გარიგებას, რომელსაც „ბონაპარტისტული გარიგება“ ჰქვია. თუ ვინმემ არ იცის, რას ნიშნავს „ბონაპარტისტული გარიგება“, წაიკითხოს ისტორია: ეს არის ისეთი გარიგება, როდესაც სხვადასხვა უმცირესობები, საზოგადოების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ ახდენენ შეთქმულებას, რომ ერთად ჩაგრონ და გაუწიონ რეპრესიები და ექსპლუატაცია ქვეყანასა და ხალხს. ეტყობა, საქართველოს პრეზიდენტი ბაძავს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ლუი ნაპოლეონს, დიდი ნაპოლეონის ძმისშვილს. როგორც ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, ისე გახდა ლუი ნაპოლეონი 1849 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი და ლუი ნაპოლეონი ბონაპარტისტულ გარიგებას ეძახდა ეროვნულ შერიგებას და თანხმობას და ე.წ. ბონაპარტისტული გარიგება იმით დამთავრდა, რომ „ფრანგული ოცნება“ და „ფრანგი ნაციონალები“ გაერთიანდნენ თავიანთ სატელიტებთან ერთად, ერთად მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება და 1852 წელს ლუი ნაპოლეონ ბონაპარტე გამოაცხადეს იმპერატორად და ისტორიაში ნაპოლეონ III-დ არის ცნობილი. ეს ისტორია იმიტომ გიამბეთ, რომ, საქართველოშიც იგივე სცენარი არ განმეორდეს. დიდი ნაპოლეონის ძმის შვილმა იკადრა ეროვნული თანხმობის გაბაიბურება და თქვენ რატომ უნდა გენდოთ? აგერ, ხომ თქვა პრეზიდენტმა, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარიაო. როდის შეთანხმდა და ვისთან? რატომ არის განსაკუთრებული პატიმარი? რა, არიული რასის წარმომადგენელია? ან რატომ არის განსაკუთრებული პატიმარი? იმიტომ ხომ არა, რომ რაც მას სისხლის სამართლის დანაშაულობები აქვს ჩადენილი, იმდენი ყველა ერთად მისი ნულოვანი ტოლერანტობით დაჭერილ 300 ათას ადამიანს – ერთად აღებულს არ ჩაუდენია. მარტო სამშობლოს ღალატი რად ღირს! ამიტომ ნამდვილად არის განსაკუთრებული. ან რაც მის დედას, გიული ალასანიას უკანონო, დაუსაბუთებელი ქონება აქვს მითვისებული, ან მის მამას, ან მის ბიძას – თემურა ალასანიას, ანტისაბჭოთა კაკებეშნიკს, იმის ერთი პროცენტი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი სააკაშვილის რეჟიმისგან დაჭერილ 70-75-80 წლის ქალბატონებს, 80-83 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. ჰკითხეთ გაჟურნალისტებულ პროკურორს და ამჟამად მის ადვოკატს ნიკა გვარამიას, რომელმაც გაოცება ვერ დამალა, მატროსოვის ციხეში როცა დედისა და ბებიის ტოლი ქალბატონები შემოესივნენ, რას გვერჩითო, უყვიროდნენ. შეშინებულმა გვარამიამ პასუხი ვერ გასცა. ამის ოქროს მოწმე და თვითმხილველი ხომ მე ვარ, სააკაშვილის რეჟიმისგან უკანონოდ რეპრესირებული ჟურნალისტი!!!
ბატონო პრემიერო, პირადად თქვენ მოგმართავთ. ამის შემდეგ რომელ შერიგებაზეა ლაპარაკი? რატომ არის კანონზე მაღლა ვაიპრეზიდენტი სააკაშვილი, ან მისი ვაიპროფესორი დედა, გიული ალასანია ან ვაიამერიკელი კაკებეშნიკი ბიძა თემურ ალასანია? ან მთელი სააკაშვილის კრიმინალური ბანდა – უგულავები, ოქრუაშვილები, ადეიშვილები, კეზერაშვილები? მათი ფიურერიდან დაწყებული ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ კრიმინალური ბანდის წევრებს დაუყადაღეთ ქონება და კაპიტალი და შეიტანეთ ბიუჯეტში, რათა მოხდეს რეპრესირებული და ექსპლუატირებული ადამიანების მორალური და მატერიალური კომპენსაცია. ჩამოაბრძანეთ ადეიშვილები, კეზერაშვილები, კოდუები, კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდნენ და ქართული ნიურბერგის პროცესი მოუწყვეთ.
ყველა კარგად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს. ხან გაჰკივიან, 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმიო და ხან გამუდმებით გვიკიჟინებენ, ეროვნული შერიგება მოვაწყოთო. ერთი სააკაშვილმა მოახდინა ეროვნული თანხმობა და ახლა ოცნების პოლიტიკური აფერისტები მიაღწევენ ამ დიად მიზანს. ამიტომ საზოგადოებამ ყველაფერი საკუთარ ხელში უნდა აიღოს. ბოლოს და ბოლოს, ხალხმა უნდა გააკეთოს გასაკეთებელი. უნდა დაიწყოს უკანონოდ გასამართლებული ადამიანების ხელმოწერები და მომზადდეს სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში.
თქვენ შერიგდით, ბატონო, ან როდის იყავით წაკიდებული? ნაცებმა თავიანთი მახინჯი მიზნებისთვის ანგარებით რევანშისტული შიმშილობა გააგრძელონ, ჩვენ კი ნათელი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. არავითარი თეთრი ბილეთი სააკაშვილს! თუ აუცილებელია მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოკვლევა, მაშინ მოიწვიეთ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალკვალიფიციური ფსიქიატრების ბრიგადა და მათ დადონ ობიექტური დასკვნა, თუ ის გიჟი აღმოჩნდება, მაშინ მიიღონ გადაწყვეტილება. სააკაშვილი უკრაინელია და მისი მკურნალობა უკრაინამ დააფინანსოს იქ, სადაც ეს ბრიგადა გადააგზავნის მას. მარიამ ჯიშკარიანის გადაწყვეტილება სასაცილოა. საქართველოს სახელმწიფოს ამ მხრივ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია.
და ბოლოს, სამართლის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა შეიქმნას „სამართლიანობის აღდგენის საზოგადოებრივი მოძრაობა“, რომელიც იქნება ერთადერთი საყრდენი წერტილი ქვეყანაში ეროვნული თანხმობის მიღწევისა და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებისთვის, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.
დამიკავშირდით ჩემს პირად ტელეფონზე: 599 07 01 89, ნანა სულავა
კომენტარები