პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, “იმედთან” ამბობს:
„თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების შემოტანა, იმპორტი. დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი იყოს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები.
თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ვერევი ბიზნესში, მაგრამ მთავარი მოტივაცია არის პირველი – ხალხი, მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა და შემდეგ – დანარჩენი სხვა.
მედიკამენტების ფასები რომ გაზრდილია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე მქონდა აბსოლუტურად ღია და გულწრფელი საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მათგანაც..
და ახლა, როგორც კი ახალი მინისტრი შევა, მაქვს უკვე დაგეგმილი ორი-სამი ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს.
ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით, კიდევ უფრო გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს, ეს ერთი და მეორე, ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან“
კომენტარები