საქართველოში კორონავიურსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც ეზუგბაია აცხადებს, მათთან მოთავსებული ორივე პაციენტის კონტაქტი დადგენილია.
„შემოგვემატა ოთხი ახალი ინიცირებული დადასტურებული შემთხვევა და სულ გამოდის 38 დადასტურებული შემთხვევა. აქედან იცით, რომ 31 ჩვენს ცენტრშია. 31-დან ერთი ბინაზე გაშვებული თვითიზოლაციაში. ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთი ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ორ ახალ ინფიცირებულთან, რომლებიც ჩვენთან არიან გადმოყვანილი, შეინიშნება ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით 37-დან 37,5 -მდე მინიმალურად გამოხატული კლინიკაა. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეცვლილა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 21 პაციენტს, აქედან 19 პაციენტთან მიიღეს უარყოფითი პასუხი, ორ პიროვნებასთან კი კორონავირუსი დადასტურდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 81 პაციენტი.
კომენტარები