ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში, ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
გენიალური ქართული ხალხური ზღაპარი – ჩიტი და მელია. უკვდავი კლასიკა, რომელიც არასდროს არ ცდება.
ეს ზღაპარი ძალიან ჰგავს დღევანდელ რეალობას. ზუსტად ასე გადაუგდებს ხოლმე დღევანდელი ხელისუფლება თავისი გუნდიდან ,,შვილებს” ოპოზიციურ პარტიებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როდესაც ეს უკანასკნელნი ცულს მოუღერებენ და შეაშინებენ ? თან რა მარტივია შეშინება, ქუჩაში ერთი პლაკატი ან ერთი სატელევიზიო სიუჟეტიც სრულებით საკმარისია?
ვფიქრობ, უფრო საინტერესო დასასრული იქნება.
რას ფიქრობთ, ის მოსროლილი და განწირული ,,შვილები” არ აპატიებენ ამ თამაშს და გაუყენებენ სათანადო გზას ხელისუფლებას თუ მოხდება სასწაული და ცარიელ-ტარიელ, უკადროდ დარჩენილ მთავრობას მონადირე მოევლინება მხსნელად?
კომენტარები