უმრავლესობის დეპუტატებს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც სამსახურის გაუქმების შესახებ ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ, მიმართა და თქვა:
„ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მუხლები, რომელიც ემატება ამ ქვემდებარეობის საკითხებს. მაინტერესებს, სტატისტიკას თუ ფლობთ რამდენ შემთხვევაში იყო ეს მუხლები ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, იმიტომ, რომ თქვენ ამის პრეცედენტებს ვერ ნახავთ.
მე ძალიან კარგად ვიცი, რისთვის არის ეს მუხლები ამ კანონში ჩადებული.
გენერალური პროკურორის ანგარიშსაც ჩახედეთ, რამდენ ასეთ მუხლს ნახავთ სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში. ამიტომ ეს მუხლები არის თვალის ახვევის მცდელობა, თითქოს რეფორმას ვატარებთ, რაც ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, სისხლის სამართლის სპეციალისტები არსებობენ პარლამენტში და ძალიან კარგად იციან, ამ მუხლების უკან რომ რეალურად ახალი დანაშაულები რომ არ დგას.
თუ ეს მუხლი ქმედითია, რატომ ვერ გაუბედეთ გენერალურ პროკურატურას, რომ პროკურორებიც მოგეცვათ და პროკურორების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებიც გამოეძიებინა ამ სამსახურს, როცა გაუბედეთ სახელმწიფო ინსპექტორს ის, რომ 288 გვერდი კანონპროექტი დაწერთ ისე, რომ ერთი შეკითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაგისვამთ – ლონდა, ასე ვაკეთებთ, კარგად ვაკეთებთ თუ ცუდად? იქნებ ტაშს ვუკრავდით ამ კანონპროექტს? ძალიან მაინტერესებს, რატომ ჩაითვალა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თქვენთვის ისე უმნიშვნელოდ, რომ არცერთი შეკითხვა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არ დაგისვამთ?!“
კომენტარები