ონკო-გინეკოლოგი, ურო-გინეკოლოგი, გინეკოლოგი ქირურგი ენდოსკოპისტი – ბატონი ნიკოლოზ სარაული, განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და პაციენტების მიმართ გულისხმიერებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ პირველმა მედია ჯგუფმა ჟურნალისტების რჩეული ექიმთა შორის დაასახელა. მათ ვისაც ნიკა ექიმთან ურთიერთობის გამოცდილება არ ქონია და მათ ვისთვისაც ის საყვარელი ექიმია გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც მისი უფრო ახლოს გაცნობის საშუალებას მოგვცემს.
-მოგესალმებით, მე გახლავართ ნიკოლოზ სარაული ონკო-გინეკოლოგი, ურო-გინეკოლოგი, გინეკოლოგი ქირურგი ენდოსკოპისტი მაქვს მრავალ წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა კლინიკაში, როგორც მეანობაში ასევე გინეკოლოგიაში და ონკო-გინეკოლოგიაში მაგრამ აქედან ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ონკო-გინეკოლოგია და სწორედ ამის გამო, მუშაობა გავაგრძელე მარდალეიშვილის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, ვინაიდან ეს კლინიკა გახლავთ ერთ ერთი განვითარებული ამ მიმართულებით და ორიენტირებული ახალი მეთოდების დანერგვაზე. ასევე ჩართული ვარ ინ ვიტრო პაციენტების ქირურგიულ მკურნალობაში კლინიკა GGRC – ში, ქალბატონ ნინო მუსერიძის ხელმძღვანელობით.
– რამდენად გაიზარდა ონკოლოგიური პაციენტების მომართვიანობა?
– 21-ეს საუკუნეში არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმატა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა, იმატა კლინიკაში მომართვიანობამაც, რაც გვიბიძგებს განვითარებისკენ და მსოფლიოში აპრობირებული მიდგომების დანერგვისკენ, რაშიც მთავარ როლს კლინიკის ხელმძღვანელობა, დამფუძნებლის ბატონი კოტე მარდალეიშვილის თაოსნობით თამაშობს, ასევე მნიშვნელოვანია კლინიკის მედპერსონალთა ჩართულობა. კლინიკაში გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური მიმართულებით ტარდება ისეთი სირთულის და ფართომასშტაბიანი ოპერაციები, როგორიცაა საკვერცხის, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის ფალოპიუსის, გარეთა სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე საშვილოსნოს პროლაფსების, შარდის სტრესული შეუკავებლობის, კვანძოვანი მიომების, ენდომეტრიოზის და მრავალი სხვა პათოლოგიების. ონკოგინეკოლოგიური პაციენტის მართვაში მნიშვნელოვანი კომფორტია ძლიერი ქირურგიული გუნდის ბატონი ემზარ ნადირაძის, ქიმიო და სხივური თერაპიის განყოფილების არსებობა ქალბატონ ნია შარიქაძის ხელმძღვანელობით. კლინიკაში პირველ ადგილზე რჩება თავკისრის ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა.
– ცოტა ხნის წინ თურქეთში იყავით მივლენილი, რა ტიპის ვიზიტი იყო?
– თურქეთი ვიმყოფებოდი 2 კვირიანი სამუშაო ვიზიტით კლინიკა GGRC-ის გუნდთან ერთად. ვიზიტი ეხებოდა ახალი მეთოდების დანერგვას ინ ვიტრო მიმართულებით, რაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ასევე მონაწილეობა მივიღე ონკოლოგიურ ოპერაციებზე თურქ კოლეგებთან ერთად, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება.
– ონკოლოგიურო პრობლემის მქონე ახალგაზრდა ქალბატონებისთვის რამდენად შესაძლებელია შვილოსნობის უნარის შენარჩუნება?
– ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დიაგნოზი, სტადია, რომელ ორგანოზეა საუბარი და რა ტიპის მორფოლოგიური დიაგნოზია. რაც არაერთხელ აღმინიშნავს. შვილოსნობის უნარის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასაკი და პარალელურად ონკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტიკა და სხვადასხვა ერთდროული შეთანხმებული ჩართულობა რაც საუკეთესო შედეგის მომტანია.
– ბატონო ნიკოლოზ თქვენ ბრძანდებით ონკო-გინეკოლოგი, ურო-გინეკოლოგი, გინეკოლოგი ქირურგი ენდოსკოპისტი, რომელია ყველაზე რთული მიმართულება?
– ჩემს სფეროში ყველა მიმართულება გახლავთ რთული, თუმცა ყველაზე რთულად მაინც ონკოპაციენტთა მართვა მიმაჩნია დაავადების სიმძიმის და გამოსავლის გათვალისწინებით.
– პაპილომა ვირუსის აცრა რა ასაკიდანაა შესაძლებელი და თქვენ თავად თუ უწევთ რეკომენდაციას?
– პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია 10 წლიდან იწყება და თავისთავად ვუწევ რეკომენდაციას. ეს აცრა კეთდება პაპილომა ვირუსის გენოტიპეპზე, რაც უშუალოდ საშვილოსნოს ყელის ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს. დაავადების თავიდან ასაცილელად ვაქცინაცია ერთ-ერთი გამოსავალია.
– ექიმების ოჯახიდან ბრძანდებით ასევე მეუღლეც არის ექიმი, როგორ ახერხებთ ოჯახსა და სამსახურს შორის დროის გადანაწილებას?
– დედა პედაგოგი მყავს, მამა მეან-გინეკოლოგი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის დღიდან, ქართლის რეგიონს ემსახურება და ამ წლების მანძილზე არაერთი სიცოცხლე მოუვლინია და გადაურჩენია, ჩემი და რადიოლოგი გახლავთ, ჩემი მეუღლე პედიატრი, მარიამ რეხვიაშვილი რომელიც აქტიურად მუშაობს ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, გვყავს ორი შვილი მიშო და ნიტა სარაული. ოჯახის თანადგომას მუდმივად ვგრძნობ, რაც მეხმარება წინსვლაში.
– პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ და როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?
– რა თქმა უნდა, მამა იყო ჩემთვის სამაგალითო, თუმცა უმნიშვნელოვანესი როლი ამ პროფესიის არჩევაში დედამ შეასრულა, რისთვისაც მადლობელი ვარ რადგან პროფესიის სიყვარულმა შრომისმოყვარეობამ და განვითარებისკენ სწრაფვამ წარმატება მომიტანა. თუმცა ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება.
ნინო მახარაძე
კომენტარები