პიელის კუნძული ახალ მეფეს/დედოფალს ეძებს. ტიტულის მოსაპოვებლად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბრძოლა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ტახტრევანის მფლობელმა ამ ტურისტული თავშეყრის ადგილის მენეჯერობაც უნდა შეითავსოს.
ადგილობრივთა ტრადიციის მიხედვით, ვინც ბარის მენეჯერობას იტვირთავს, ის ხდება კუნძულის მმართველიც და სამეფო ტიტულის მიღების ცერემონიის იმიტაციაც ტარდება, რომლის დროსაც, მომავალი მეფე ძველებურ სავარძელში ჯდება ხმლით ხელში და მას ლუდს ასხამენ.
კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ ბორნითაა შესაძლებელი და ის მხოლოდ ტურისტულ სეზონზე – აპრილიდან სექტემბრამდე მუშაობს.
საბჭო იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის უკვე არჩეული ეყოლებათ ახალი მმართველი, რათა აპრილში ტურისტული სეზონის დასაწყისს მომზადებულები შეხვდნენ
წყარო – independent
კომენტარები