ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“გუშინ მოხდა ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი, რომელიც თავისთავადაც საინტერესოა (მიმდინარე პროცესში) და სისტემური დასკვნების ან/და კიდევ უფრო მეტიც, – მნიშვნელოვანი განზოგადების საფუძველს ქმნის.
როგორც ცნობილია, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ქ-ნ გოგორიშვილის ხელმოწერილი გამოკითხვის ოქმი
(ეს საერთოდ რა ინსტიტუციური ფენომენია არ ვიცი, თუმცა ფაქტია, შედგა. დ.)
აბსოლუტურად გამორიცხულია ქ-ნ გოგორიშვილს ამ გამოკითხვაში
ნებისმიერი ფორმით მიეღო მონაწილეობა გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის ნებართვის და მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ამის შემდეგ, როცა ეს ვეთანხმები-ვეთანხმები-ვეთანხმები
დღის ნიუსად იქცა, გამოვიდნენ ჟურნალისტებთან მთავარი ექიმი, თვით ქ-ნ გოგორიშვილი და რაღაც
თითქოს უარყვეს.
აი ეს არის ყველაზე ნიშანდობლივი მომენტი. ყურადღებით მოუსმინეთ: მათ უარყვეს მხოლოდ ის პასაჟი, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. მაგრამ არც საცოდავად მდუმარე ქ-ნ გოგორიშვილს, არც ამ ე.წ. მთავარ ექიმს
არ უარუყვიათ ის, რაც უდავოდ ყველაზე მთავარი იყო ამ მათ მიერ ხელმოწერილ ოქმში
:
ის, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პალატაში მოხდა, როცა სცადეს მისი გაყვანა, თუმცა ვერ გაბედეს, მიხეილ საააკშვილის ჰოსპიტალიდან გაწერის ოქმი, ესე იგი ფორმა 100 უქმდება (!) და ავადმყოფობის ისტორია იხსნება თ ა ვ ი დ ა ნ.
ესე იგი/ანუ/მაშასადამე, ჯერ თავად ამ მკურნალმა ექიმმა და მისმა უფროსმა დახურეს ეს ისტორია, შეადგინეს ფორმა 100, გაწერეს ჰოსპიტალიდან პაციენტი სააკაშვილი და ამით მწვანე შუქი
აუნთეს მის გადაყვანას რუსთავის ციხეში, ხოლო მას შემდეგ რაც მოხდა, თავიდან გახსნეს ავადმყოფობის ისტორია.
ეს ძააააალიან არსებითი ფაქტია.
იმიტომ, რომ ჰოსპიტალის პერსონალი და მისი ხელმძღვანელობაა ამ საკითხში უმტავრესი აქტორი: არა მ.ჯიშკარიანის ემპათია
, არა ნ.ლომჯარიას კონსილიუმი
, არა თუნდაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კონსილიუმი, რომლებიც (დააკვირდით) უბადრუკად იმალებიან, თავს იავამდყოფებენ, საზღვარგარეთ გარბიან დროებით
, შიშით ცახცახებენ, – ოღონდ კი ხელი არაფერზე მოაწერინონ, არამედ სწორედ მკურნალი ექიმი და ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა.
ეს საცოდავები ვერსად გაიქცნენ და ვერსად დაიმალნენ.
უპირველესად მაინც მკურნალი ექიმია საკვანძო ფიგურა. ანუ ქ-ნ გოგორიშვილი.
ახლა, მას შემდეგ რაც ავადმყოფობის ისტორია გაიხსნა თავიდან (ეს ქ-ნ გოგორიშვილს არ უარუყვია: მან მხოლოდ მეასედ მნიშვნელოვანი ფაქტი უარყო, – საზღვარგარეთ გაყვანაზე) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში უკვე უკანონო იქნება.
პირველ რიგში უკანონო იქნება სტრასბურგის სასამართლოს თვალთახედვით. არადა ესა ყველაზე აღმძრავი
პროცესუალური ვექტორია.
მით უმეტეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის სულ უფრო თვალსაჩინო ასპირაციის ფონზე.
///////////////////////
და სისტემურობა აქ რაშია იცით? ანუ რა გახდა ამ ყველაფრის სისტემური მიზეზი?
ჰოსპიტალის უფროსიც და მკურნალი ექიმიც (შიშით რომ ცახცახებდა ჟურნალისტებთან) არიან ჩვეულებრივისაშუალო დონის ბიუროკრატები
.
როდესაც საშუალო დონის ბიუროკრატია
ხედავს, რომ თვით უმაღლესი დონის ბიუროკრატია (ანუ მთავრობა, ხელისუფლება) მერყეობს, არათანმიმდევრულად, წინააღმდეგობრივად მოქმედებს, რადიკალიზმის ეშინია, ხშირად კი აშკარად არ იცის რა გააკეთოს…….ესე იგი მთავრობა ჯერ იღებს გადაწყვეტილებას ისევ რუსთავში გადაყვანის შესახებ
, შემდეგ შეეშინდება, გადათქვამს, უკან მიაქვს ეს გადაწყვეტილება, ანუ აშკარად უმაღლესიც
დაბნეული და შეშინებულია…….. მაშინსაშუალო დონის ბიუროკრატიას
უჩნდება შემდეგი აღმძრავი მოტივაცია
:
`ანუ.......თქვენ თვითონ იფს...მთ შიშით და გინდათ ახლა მე ავიღო მთელი პასუხისმგებლობა? მე - ერთმა საწყალმა მთავარმა ექიმმა და მკურნალმა ექიმმა? მერე მე ვემელებოდე ჟურნალისტებს რომლებიც სახლში მომადგებიან, მე ვუპასუხო ყველა მრისხანე კითხვას....მე გამოვიდე ყველაფერში დამნაშავე და
მთავარი ხელისმომწერი, თქვენ კი
მხრები აიჩეჩოთ? - ნურას უკაცრავად, მაშინ მეც ვიმოქმედებ
ნაკლები წინაღდმეგობისადა
ნაკლები საფრთხისმიმართულებით. თქვენ თავად თუ გეშინიათ და იფს...ვთ, ვერ იღებთ გადაწყვეტილებებს, მაშინ მე...მე....მე ვინღა დამიცავს, მე რატომ ავიტკივო აუტკივარი თავი?
საშუალო დონის ბიუროკრატიას
(სახელმწიფო დაწესებულების ექიმიდან – მოსამართლემდე) მუდამ ცხვირი აქვს ამოყოფილი
და ყნოსავს, საიდან ემუქრება მეტი საფრთხე.
და თითქმის არასდროს ცდება ამ დაყნოსვის
შედეგად.
ხოლო მიშა როცა ბრუნდებოდა ბორნით და ერთ-ერთ ალბათობად დაპატიმრებას(აც) განიხილავდა, ის .ზუსტად ითვალისწინებდა ბიუროკრატიის ამ თვისებას
თვითონ როცა იყო პრეზიდენტი, მაშინაც ითვალისწინებდა. ამიტომ გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა პრეზიდენტობისას საკუთარი ბიუროკრატიისათვის ამგვარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ უმაღლესი ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღების ეშინია, უკან იხევს და ცდილობს მთელი პასუხისმგებლობა საცოდავ
საშუალო დონის ბიუროკრატიას გადააკისროს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარს: ეს ორისაშუალო ბიუროკრატი
(ჰოსპიტალის დირექტორი და მკურნალი ექიმი) გუშინ ჟურნალისტებთან გამოვიდნენ და ერთი შეხედვით თითქოს რაღაც
უარყვეს – ამით ხელისუფლებას გაუგორეს კოჭი.
თუმცა სინამდვილეში სულაც არ უარყვეს ყველაზე არსებითი და პრინციპული.
ვთქვი უკვე ზემოთ, რაც იყო ყველაზე არსებითი იმ დიდოსტატურად შედგენილ (!) გამოკითხვის ოქმში
.
და……. ზუსტად იმავე სისტემური მიზეზით იყო გამოწვეული კახა კუჭავას ტყაპანი
წყალში ოცნების გემიდან
.
ის საშუალო ბიუროკრატი
როდია……და ამიტომაც მით უარესი!”
კომენტარები