“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, “მთავარ არხთან” ამბობს:
ყველა რელიგიას პატივს ვცემ, მაგრამ მე წარმოვადგენ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მინდა, როგორც ერთმა რიგითმა მართლმადიდებელმა მივმართო პატრიარქს – ასე გაჩერება აღარ შეიძლება. მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მას ნამდვილად შეუძლია ამ სიგიჟის დასრულება. ამ ბოროტების დასრულება.
ეკლესიაში გამიგია და მომისმენია, რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ბოროტება არ უნდა გავაკეთოთ, ვიყოთ შემწყნარებლები… რასაც ხელისუფლება აკეთებს ეს არის წარმოუდგენელი ბოროტება. ჩვენ ვლაპარაკობთ შერიგებაზე და ესენი ლაპარაკობენ, რომ აი, უნდა მოვკლათ, ფეხებზე გვკიდია სააკაშვილის ჯანმრთელობა, არ მოვუსმენთ ექიმებს…
მინდა მივმართო პატრიარქს, ეს ეკლესიის ერთი რიგითი შვილის თხოვნაა, პატრიარქმა იქნებ ახლა მაინც თქვა სათქმელი, უკვე დროა, რესურსი აღარ არის… ეს ხალხი (ხელისუფლება) ხელის მომწერია მკვლელობაზე. ასობით თანამოქალაქე შიმშილობს, დღეს სამი ადამიანი სასწრაფოთი გადაიყვანეს, ადამიანები უსამართლობის გამო შიმშილობენ, თორემ, ოჯახები ჰყავთ, ხომ არ ჰგონია ვინმეს, რომ უხარით ამ ადამიანებს ამ სიცივეში კარვებში ჯდომა და შიმშილი? შიმშილობენ იმიტომ, რომ გაუსაძლისია უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრება. ბიძინა ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია კანონიც, მოქალაქეც. ვინც არ მოსწონს “კატოკივით” უვლის… ბიძინა ივანიშვილს და პუტინს აკანკალებდნენ ალბათ, რას ქვია საავამდყოფოში უნდა იყოს, ციხეში, მოკვდება და მოკვდეს…
ასე გაგრძელება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამათ, გეფიცები, რომ მისცე საშუალება, ალბათ, ენასაც ამოგვაცლიან, ყველაფერს გააკეთებენ, ხომ უყურებთ სახელმწიფო ინსპექტორს რას უკეთებენ?
მე მგონია პატრიარქის ავტორიტეტს შეუძლია ამ სიგიჟის დასრულება, ეს არის ჩემი გულწრფელი, პირადი განცდა.”
კომენტარები