საქართველოში 2022 წელი სულ რამდენიმე საათში შემოაბიჯეს, თუმცა ახალი წელი უკვე იზეიმა რამდენიმე ქვეყანამ!
ავსტრალიაში ორი საათის წინ დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს. ოპერის თეატრთან თვალისმომჭრელი სანახაობა გაიმართა. ფოიერვერკის სანახავად სპეციალური ბილეთი 87 ათასმა ადამიანმა შეიძინა. მათ ნიღბის ტარება უწევთ, არავაქცინირებულ მოქალაქეებს ურჩიეს სახლში დარჩენილიყვნენ.
ახალი წელი იზეიმეს ახალ ზელანდიაში, კირი-ბატზე, სამოასა და აღდგომის კუნძულზე.
2022 წლის დადგომა ოკლენდში გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს, ულამაზესი შოუ ათ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შთამბეჭდავი სანახაობის ტრადიციას არ უღალატებენ დუბაიშ, ბურჯ-ხალიფას ცათამბჯენთან წელს ლაზერების შოუ გაიმართება.
გერმანიის და ჩეხეთის ქალაქებში ხალხმრავალ შეკრებებზე შეზღუდვებია, აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენებაც. არ გაიმართება საახალწლო ღონისძიებები ლონდონის ტრაფალგარის მოედანზეც, თუმცა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დარეკავს ბიგ-ბენის ზარი, აქ სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა.
საზეიმო კონცერტზე დასწრების უფლება მხოლოდ ვაქცინირებულმა მოქალაქეებმა მიიღეს ნიუ-იორკის “თაიმ სქვერზე”. ყველაზე გვიან 2022რ წელს “ბეიკერისა და ჰოუ-ლენდის” კუნძულებზე იზეიმებენ.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები