ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:
“გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და შობას რას მთავრია ჯანმრთელობას გისურვებთ და ბედნიერები იყავით!!!
ეს პერიოდი არ გვიყავრს ნარკოლოგებს ვინაიდან ადამიანებს გონიათ, რომ დღესასწალებზე ყველაფერი მოსულა და რა მოხდა ხომ ერთხელ არის ეს ახალი წელი მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენც ერთხელ მოხვედით ამ ქვეყანაზე და ნუ ჩაიგდებთ ნურც თქვენ თავს და ნურც სხვისას განსახდელში და საფრთხეში.
რა არ უნდა გავაკეთო ახალ წელს და ურჩიო ჩემ მეგობრებს და ახლობლებს
1 ნუ გაიკეთებ ნარკოტიკს
2 როცა დალევ ალკოჰოლს ნუ დამატებე ზევიდან ნარკოტიკს ვინაიდან ამ მიქსმა ორმაგად შეიძლება გაზარდოს ზედოზირების რისკი
3 ნუ გამოართმევ შენთვის უცნობ ნივთიერებას და ნუ გასინჯავ იმას რომ უკეთესად გაერთო მითუმეტეს ახალი წლის ღამეს
4 ნუ ეცდები მართო ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ
5 თუ ნახე რომ შენს გვერდზე ვიღაცა ცუდად გახდა აუცულებლად დარეკე 112 და გამოიძახე სასწრაფო და ნუ დატოვებ მეგობარს განსაცდლეში
6 გაერთე მაგრამ ზომიერება შეინარჩუნე და გაატარე დღესასწაულიები უსაფრთხო გარემოში
7 გახსოვდეს რომ ძაან დიდია რისკი ზედოზირების როცა უცნობ ნივთირებას მიიღებ და ზემოდან ალკოჰოლს დაამატებ
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ !!!”
კომენტარები