საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
დასაწყისში ის კითხულობს ბავშვების წერილებს:
მარი, 9 წლის, ჰყავს 2 ძმა, სოციალურად დაუცველია – არ აქვს ნაძვის ხე!
ვაკო, 7 წლის, ჰყავს დაიკო, არის დევნილი და სოციალურად დაუცველი. სჯერა, აუსრულდება ნატვრები.
ნინი, 5 წლის, დევნილი, სურს თოვლის პაპამ მიუტანოს სამზარეულო, რომელიც ჯერ კიდევ წინა წელსაც დააბარა თოვლის პაპას და არ მიუტანა…
აკო 11 წლის, ჰყავს ძმა და და, სოციალურად დაუცველი, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები – რისი საშუალებაც გვექნება, ყველაფერი გაგვიხარდება, – წერს.
ანა, 11 წლის, სოციალურად დაუცველი, ჰყავს და-ძმა, ძმას აქვს ლეიკემია, მისი ნატვრაა ჰქონდეს პლანშეტი.
დათუნა 8 წლის, სოციალურად დაუცველი. არ აქვს კომპიუტერი, არ აქვს ტელეფონი და ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრება. ითხოვს სწავლის უფლებას! “მინდა ვისწავლო თანატოლებივით”, – წერს.
სალომე ზურაბიშვილი:
“ამათ შევუსრულეთ ეს სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას – ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს…
ილიასი არ იყოს, ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ და საკმარისია ხელი გვკრან და გადავიჩეხებით. ოღონდ, ილიას წუხილი უცოდინარობაა, შრომის ნაკლებობაა, მიზნის დაკარგვა, ჩვენ კი დღეს უარესი გვჭირს, ერთმანეთი დაგვკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება, რომ გვკრას ხელი, მის საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და ვკრავთ ერთმანეთს ხელს, უკიდეგანო შური და ბოღმაა, სიძულვილი და დაპირისპირებაა, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვაა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები.
ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ მოსმენიოთ და საუბრით მოვახერხოთ ქვეყნის გადარჩენა. ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობა. ზოგი-ზოგი ავრცელებს, რომ ეს კეთდება, რომელიმე ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის, არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის, ვიღაცასთან შერიგენა მე მოვარხეხო – არა. ეს იმისთის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ელემენტარული მოსმენა, შევთახმდეთ იმაზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, არათუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას ხვალინდელი… ანას და სხვებს არათუ სურვილები შევუსრულოთ და ავუსრულოთ, არამედ, არასოდეს, მომავალ წლებს არ ვთქვათ, “რით გაგახაროთ?”
გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ვისურვებდი ჩვენ ამ წელსვე შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება და მე ვარ იმედიანად, იმიტომ რომ ამ დღეებში, ერთი რამ, ერთი ნაბიჯი მაინც დავამტკიცეთ, ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, დაჯდომა, შეგვიძლია საუბარი. გილოცავთ დღევანდელ დღეს.”
კომენტარები