ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:
“კი ხართ ღირსები ჩემმა მზემ ერთხელაც ხახვით და გამხმარი პურით შეხვდეთ ახალ წელს…
კიტრი და პომიდორი თორმეტ-თორმეტი ლარი დამიფასეს დეზერტირებში…
ეგ იქით იყოს და, – იმის მაგივრად რომ ხალხს შვებით ამოასუნთქონ ამ პანდემიაში, ისე როგორც ამას სწორედ თქვენთვის სამაგალითო დასავლეთის ქვეყნები, კიარადა მთელი მსოფლიო აკეთებს, – ამათ დრო იხელთეს და ყოველდღე, ყოველწუთს ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს აძვირებენ საჭმელიან ტანსაცმლიან ბენზინიანად.
ყველაფერს… – ჯარიმებსაც კი…
და ერთი თქვენი გაპროტესტებული მანახეთ რამე ამ ქვეყანაში გარდა მიშას უკანონო პატიმრობისა, არაადამიანური მოპყრობისა და ფარმაკოლოგიურად განვრცობითი წამებისა…
ხო და სწორედ იმის ღირსი ხარ შენ, ქართველო, ერთხელ ძალიან დიდმა კაცმა რომ გითხრა და გეწყინა…
მოკლედ… შევჭამთ ამ ინდაურს და გოჭს და გავაგრძელებთ ისევ ერთმანეთის ჭამას.
სულ ესაა და ამიტომაც არ… აღარ მიყვარს პათეტიკა.
თუმცა მაინც გილოცავთ და რაც შეიძლება მეტი ოცნებების ახდენას გისურვებთ ცხოვრებაში.
მიყვარხართ, ოღონდ მართლა.”
კომენტარები