პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
,,ცხოვრება ის არ არის, რასაც ყოველდღიურობა გთავაზობს, არამედ ის, რასაც თავად ქმნი…
ყოველი წამიდან ის უნდა შექმნა, რაც გჭირდება, რაც გსურს გქონდეს და რასაც ისურვებდი… თავისით არაფერი ხდება, ყველა მცირედის უკან, უდიდესი შრომა და თავდადება დგას…
ქმნი ყოველ დღეს და მასთან ერთად ქმნი საკუთარ თავსაც… აკვირდები შენს ყველა ნაბიჯს და ცდილობ არაფერი გამოგეპაროს…
რაც დრო გადის, უფრო მეტად ხვდები, რომ ყოველი მარცხი ნაკლებად არის სხვისი სიძლიერის ბრალი, ეს შენი სისუსტის გამო ხდება და საბოლოოდ იმასაც აცნობიერებ, რომ მარცხი არც არსებობს… არსებობს მხოლოდ გამოცდილება და ჭკუის სწავლება… კი, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიხარ და ვერც გესმის, როცა ვიღაცები წარმატებას გისურვებენ, რა იგულისხმება ამ სიტყვებში… რადგან შენ უკვე შენს თავთან გამარჯვებული რჩები და ამაზე დიდი წარმატება არ არსებობს… სიხარული მოაქვს საკუთარ თავთამ ბრძოლას, რომელიც შენი გამარჯვებით მთავრდება… ამ სიხარულზე უფრო დიდი წარმატება შეუძლებელია სადმე გეგულებოდეს, ამიტომ მასების მიერ გულით ან ხშირად უგულოდ ნასურვილები წარმატება სასაცილოდ და ძალიან უმნიშვნელოდ გეჩვენება…
ცხოვრება იმასაც გაჩვენებს, რომ უცხოს შეიძლება შურდეს შენი, მაგრამ ვითომ მეგობრები შენი სიხარულის გამო ქრონიკულად დაავადდეს… მათ ნაცვლად შენ გერიდება და შენ წუხდები, თორემ დიდად არაფერი გაკლდება, გარდა ყალბი ადამიანებისა, რომელსაც უსიტყვოდ და ვითომ უმიზეზოდ უშვებ შენი ცხოვრებიდან ჩქაროსნულით…
ისიც აღმოაჩინე, რომ ბედი არ არსებობს… თავად ქმნი ბედს და თავად ხარ შენი მომავლის ერთადერთი მესაჭე… მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რომელი მიმართულებით გადაუხვევ და მხოლოდ შენ აგებ პასუხს შენს ცხოვრებაზე…
ერთხელ იბადები და იმ ერთხელ არავის უნდა მისცე უფლება მიმართულებები დაგიხაზონ და მარიონეტად გაქციონ… არა, თავად უნდა განსაჯო, რა გსურს, როდის და რამდენი გსურს…
წინასწარ არ არის განსაზღვრული შენი ნაბიჯები, მისი გადადგმის თავისუფლება შენ უპირობოდ გებოძა… ამიტომ არასდროს შეცდე და არასდროს თქვა, ,,ნეტავ რა დამებედება”…
ს ა ს ა ც ი ლ ო ა !..”
კომენტარები