ადვოკატი, გურამ კონტუაძე:
“ამბავი იგი არ გარდაიცვალო ადვოკატო”…
მოკლედ როგორც ყველა ადვოკატს მეც მყავს კლიენტები რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ ან უცხოელები არიან შესაბამისად მათი ფაქტიური თვალი და ყური ხარ საქართველოში, ერთ-ერთ საქმეზე (სასამართლოს მნიშვნელობა არ აქვს) მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი (ჩვეულებრივი ამბავია) ჰოოდა ეს დილას ვუთხარი კლიენტს გავიარეთ ყველა დეტალები და ვარ ჩემთვის სახლში ჭეშმარიტებას დაწაფებული დაახლოებით 22:00 საათია და შემოდის ზარი:
– გურამ როგორ ხარ?
– კარგად თავად? რაიმე სასწრაფოა?
– როგორ ფიქრობ სრულებით რატომ არ დააკმაყოფილა?
– არ ვიცი დაიწერება და ვნახავთ!
– და როდის დაიწერება?
– ერთ თვეში დაახლოებით!
– ხომ ჩაგვაბარებენ?
– აუცილებლად ჩვენს გარეშე ვერ გამოვა, ნუ ერთადერთია თუ გარდავიცვალე მაშინ ვერ ჩავიბარებ (რამ მათქმევინა მეც)!
– გურამ შენ რომ გარდაიცვალო მერე რა მეშველება?! საქმეს ვინ მიხედავს???
(აშკარად მივხვდი, რომ სრული სერიოზულობით დამისვეს კითხვა თან ვფიქრობ ვაიმე გურამიკო (მესამე პირში საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია) ადამიანი საქმეზე ფიქრობს შენც რა მოგივიდა)
– ჩემი მეუღლეც ადვოკატია და რადგანაც მეუღლე იქნება ჩემი მემკვიდრე ის გააგრძელებს ჩემს დაწყებულ საქმეებს (ნუ ეხლა არ მითხრათ ეგ პიროვნული ხელშეკრულებაა და მასზე მემკვიდრეს ვერ გაუვრცელდება ვალდებულება ვიცი ვიცი )
– მადლობა გურამ დამამშვიდე ანუ შენ რომც გარდაიცვალო საქმე გაგრძელდება ხომ?
– დიახ ბატონო დიახ!!! (თავს ვერ ვიკავებ რომ ავხარხარდე მაგრამ ჯანდაბას სრული სერიოზულობით უნდა მივიღო რადგანაც “პროფესიონალიზმი უპირველეს ყოვლისა”)
– დიახ გაგრძელდება!!!!
ამის შემდგომ დამემშვიდობა კლიენტი თვითონაც დამშვიდებული მე კიდევ დადარდიანებული რამეთუ თუ გარდავიცვალე (ნუ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება) მოველანდები ნეტავ სასამართლო დავებში ვინმეს?!
პ.ს. გადაწყვეტილება 6 თვეა არ ჩამბარებია ნეტავი რას ნიშნავს?!”
კომენტარები