ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“არა, არა და არა……მე არასდროს არაფერს `ვაპრავებ`. მე მხოლოდ აღვწერ და ვხსნი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამჯერად პოსტი მიშას მომხრეებს ეხება და არა მის მოწინააღმდეგეებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სრულ მარაზმში გადაიზარდა ეს შხამთა-ნთხევა ამ პატარა ბავშვისა და მისი მშობლების შესახებ.
ოღონდ ორივე მხრიდან!
ორივე!
მათ შორის მიშას მომხრე ფანატიკოსთა `სექტის` მხრიდან:
`ვისი რა საქმეა, რას ძვრებით პირად ცხოვრებაში….სად მიძვრებით……და ა.შ. `
და ამ იდიოტიზმს ბევრი ისეთი(ც) იმეორებს, ვინც მიშას მომხრეა, თუმცა ამ სექტაში არ შედის და თითქოს ჭკუა მოეკითხება.
ჰოდა მიკვირს: კი მაგრამ ეს კატეგორია(ც) რამ დააჩლუნგა ასე?
თან…….იმათ რა დააშავეს, ვისაც ელემენტარული Common sense ანუ საღი აზრი შერჩენია?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხალხო……ეს ხომ პირადად მიშას გადაწყვეტილება იყო, განეხორციელებინა `ქამინგ აუთი` და გადმოეტანა Story არალეგალური საზოგადოებრივი კომუნიკაციის სფეროდან (ე.წ. `ჭორებს` და `ჭორაობას` რომ ვეძახით) – ლეგალური კომუნიკაციის სფეროში?!
განა ასე არ იყო? კი, ზუსტად ასე იყო!
ანუ……..ამ ფაქტიდან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა: მიშა თავად ვერ ხედავდა ვერანაირ პრობლემას, ეს თემა სწორედაც ამ სივრცეში განხილულიყო – ამაზე საჯაროდ ემსჯელათ, ფეისბუკზე ეჩხუბათ, ყოფილიყო ერთი `დაგნარი`, თმებით თრევა და წივილ-კივილი.
მან ხომ შესანიშნავად იცოდა, რა ბობოქარ ვნებებს გამოიწვევდა მისი საჯარო `ქამინგ აუთი` ანუ აღიარება?
თან ბევრად მეტად(!), ვიდრე მხოლოდ არალეგალური კომუნიკაციის სივრცეში რომ დარჩენილიყო ამბავი.
სწორედ ეს თვისებრივი სხვაობაა იმ სფეროსა და ამ სივრცეს შორის.
მით უმეტეს სოციალური ქსელების ეპოქაში, რომელიც `ტელევიზიებისაგან` განსხვავებით, მეინსტრიმულობას, პოლიტკორექტულობას და ე.წ. `სარედაქციო პოლიტიას `არ სცნობს. ან თითქმის არ სცნობს.
მაშასადამე მიშა ამ რეაქციისა და ინტერესისთვის, ამ ბობოქარი, მძვინვარე რესენტიმენტისთვის, ემპათიისთვის, ანტიპათიისთვის მზად იყო ხომ?
აბა რა რჯიდა?
თუმცა მე ბევრად მეტს ვიტყვი: დარწმუნებული ვარ, ზუსტად ეს იყო მისი მიზანი, – თემა უმწვავეს საზოგადოებრივ დისკურსად შემდგარიყო!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვაააა…… ორის-ორზე გამრავლება როგორ უჭირთ ხოლმე ზოგიერთებს.
მისი მოხრეების ამ სეგმენტზე (ანუ ფანატიკოსთა სექტაზე) სულაც არ ყოფილა გათვლა. იმიტომ, რომ მიშამ შესანიშნავად იცოდა: ამ სეგმენტში რეაქცია ნებისმიერ შემთხვევაში ლოიალური იქნებოდა. ანუ: `რა თქვენი საქმეა……..სად მიძვრებით…….რას მიძვრებით……თქვენ საერთოდ ვინა გ…….თ ვინ ვის უყვარს……..`
ასევე არ ყოფილა გათვლა მის ფუნდამენტურად მოწინააღმდეგეებზე.
მისი გათვლა სოციუმის სხვა (ბევრად მრავალრიცხოვან!) სეგმენტებს უფრო ეხებოდა და სწორედ იმ საზოგადოებრივ სტრატებში სურდა ბობოქარი დისკუსიის ინიციირება…..
მიშას ხომ აქვს ამბიცია საქართველოს ისტორიაში `რეფორმატორად` შევიდეს და ეს იყოს მისი ისტორიული `დანატოვარი`?
ოღონდ…… ნუთუ გგონიათ ეს მარტო პატრულს და საერთოეროვნულ გამოცდებს ეხება?
ამაშია საქმე!
ვის მოსწონს ვის არა, ვის მიმღებლობა აქვს, ვის არა – მისთვის მეათეხარისხოვანია.
ყოველთვის ასე იყო – 2003 წლიდან.
ერთი რუსული გამოთქმა რომაა: Он весь – в этом!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
იმ უმანკო ბავშვს კი, სცენაზე რომ საყვარლად დაბოჩიალობდა და საბედნიეროდ აზრზე არ იყო, რა მძვინვარე ვნებათა ცეცხლი დაანთეს შეგნებულად(!) მისმა მშობლებმა ამ `ქამინგ აუთით`…….. ჩვენი ბებია-ბაბუების დროინდელი, გენიალურობამდე ღრმა და მრავლისმთქმელი დალოცვით ვუსურვებ: გაიზარდე დიდი გოგო.”
კომენტარები