ჟურნალისტი, თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია გაბრიჭიძე:
“მანიაკებზე გადაღებულ ფილმების უმრავლესობაში არის ერთი საყურადღებო პასაჟი – მანიაკს სურს, რომ იყოს “ცვეტში”, ყურადღების ცენტრში და მუდამ მასზე ლაპარაკობდნენ, მისი ეშინოდეთ.
მინახავს რამდენიმე ფილმში, როცა მას შეუწყვეტენ ე.წ. პიარს, მის გასაგონად აცხადებენ, რომ ის საინტერესო აღარ არის (ვთქვათ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის, ან დაკავების შესახებ) და მანიაკი წყობიდან გამოდის.
ნაცმოძრაობის შემთხვევაში საქმე უფრო მარტივადაა.
ისინი ტელევიზიების მეშვეობით მუდმივი ყურადღების ცენტრში იმყოფებიან და ფაქტობრივად ამით სულდგმულობენ.
ამით ჰყავთ “დაჭერილი” გასექტანტებული ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რადგანაც მედია ნაცებზე ლაპარაკობს, ე.ი. ძლიერები არიან.
საკმარისია მათ გაუკეთდეს სრული იგნორი და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჟანგბადი გადაეკეტებათ.
რაც შეეხება მათი გავლენის ქვეშ მყოფ მედიას, რომლებიც რაოდენობით და საზოგადოებაზე წვდომით ნორმალურ მედიაზე რიცხობრივად მეტნი არიან, აქაც საკმაოდ იოლი გამოსავალია:
უნდა გაძლიერდეს თავისუფალი და ნამდვილი ბეჭდური მედია და ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა.
არ დამიწყოთ ახლა ჯააან პრადვინუტი თოქინგობა – რაღა დროს გაზეთია, 21-ე საუკუნეში ვააართო.
ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ბეჭდური მედიის ძალას სააკაშვილი ზუსტად მიხვდა და იმიტომაც სცადა მისი განადგურება.
ეგაა და ეგ.”
კომენტარები