პარტია დროა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამერიკის საელჩოს მისამართით ნათქვამ განცხადებას ეხმაურება და წერს:
“პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები “არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ”, რასაც მმართველი პარტია “არ დაუშვებს”. მსგავსი რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დამახინჯებულ გაგებას გულისხმობს და გზას უხსნის ავტორიტარიზმს.
ამ განცხადებისა და დამოკიდებულების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა. მსოფლიოში სწორედ ახლა ყალიბდება რეალობა, რომელიც საქართველოს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. გასული სამი დღის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არაერთი საყურადღებო ნაბიჯი გადაიდგა:
დასავლეთისთვის საერთაშორისო დღის წესრიგში ბრუნდება ღირებულებების მნიშვნელობა და დასავლეთი მოკავშირედ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებს მიიჩნევს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს კი – მოწინააღმდეგეებად:
სწორედ ამ ფონზე, განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე ამგვარი დარტყმები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის აშორებს და დაუცველს ხდის რუსული საფრთხეების წინაშე;
ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა მიმდინარე გეოპოლიტიკური ტენდენციებისაგან ჩამოშორების გეგმაზომიერი ნაწილია. საქართველოს მომავლის განმსაზღვრელ შეხვედრებში მთავრობის წევრები არათუ არ მონაწილეობენ, არამედ ხშირად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ შესაბამისი უწყებები განცხადებებსაც კი არ ავრცელებენ”
კომენტარები