ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“რა სასაცილოა ეს “შურთანთხევა” და საკუთარი ერის დამუნათება: “აი ერი, ყაზახები, – ნახეთ რა სოციალური პასსიონარობა გამოამჟღავნეს, როგორ ამბოხდნენ როცა მთავრობამ 40 თეთრიდან – 80 თეთრამდე გაზარდა 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი……აი ეს ლამბალო ქართველები კი……..აი ეს ამდენად გაძვირდა….ესეც ამდენად გაძვირდა…….ეს ლამპბალო ქართველები კი …….საახალწლო ნაძვის ხის ანთებაზე მეტი გამოდის…….მთავრობის საახალწლო კონცერტზე ათჯერ მეტი გამოდის ვიდრე…………..არა, არა, ჩვენ ერი არა ვართ რა……..“
კი მაგრამ, შეადარეთ ყაზახეთის ბოლო 35 წლის ისტორია საქართველოს უახლეს ისტორიას:
რამდენჯერ დამარცხდა ყაზახეთი სამარცხვინოდ? ან თუნდაც არასამარცხვინოდ?
რამდენი მარაზმატული სისხლიანი სამოქალაქო ომი მოაწყო და ჟლიტა-ძარცვა ერთმანეთი?
რამდენჯერ გამოიწვია მსოფლიოს გულგრილი ზიზღი და ათქმევინა `დავიღალეთ თქვენი პრობლემებითო?
და ამ გაუთავებელი მრავალწლიანი სამარცხვინო დამარცხებებით, უსასრულო მარაზმით რამდენად დაკომპლექსდა ყაზახი ერი, დაემსგავსა საცოდავ ქეციან ძაღლს, ტკივილზეც, სულში ჩაფურთხებაზე, ჩაგვრაზეც კი რომ ვერ რეაგირებს უკვე და რაც მთავარია, ვეღარც გრძნობს, არათუ ვეღარ რეაგირებს?
ან იქნებ ვინმეს ჰგონია, ასე უკვალოდ ჩაივლიდა ეროვნული იდენტობისთვის 1989 წლიდან დაწყებული ეს გაუთავებელი სერია სამარცხვინო, სულის და იდენტობის გამანადგურებელი დამარცხებებისა (დამარცხებას გააჩნია)?!
ყაზახი (და არა მხოლოდ ყაზახი) ერი იმიტომ შემორჩა ერად მისი სოციალური პასსიონარობით, რომ ბოლო 35 წლის განმავლობაში, ისევე როგორც ბალტიელებს (დიახ, დიახ) გონიერი, შორსმჭვრეტელი, უნარიანი ელიტები აღმოაჩნდა. ეს არის მისი ბედნიერება.
და არა იდიოტი, უპასუხისმგებლო, გამოთაყვანებული და უნიჭო ელიტები ყოველგვარი სახელმწიფოებრივი ინსტიქტის გარეშე.
ერი კი არა, თქვენ არ ვარგიხართ! – ეს რეგვენი “ელიტები”, ვინც ამ ქვეყანაში პოლიტიკას და სოციალურ საზრისთ ქმნიდით და ქმნით.
ახლა კი……თურმე ნუ იტყვით…….`რას ვიზამთ, ერი არ გვივარგა, ერი!”
კომენტარები